ფეხბურთი

20:17 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსი“ მთავარ მწვრთნელს ეძებს

ამსტერდამის „აიაქსის“ ხელმძღვანელობა ალფრედ შრიოდერის გათავისუფლების შემდეგ, მის შემცვლელს აქტიურად ეძებს - გვამცნობს TyC Sports.

„აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, მარსელო გალიარდო მიიწვიოს, რომელიც არგენტინის „რივერ პლეიტს“ 2014-2022 წლებში წვრთნიდა. კანდიდატთა სიაში ასევე მოხვდნენ პსჟ-ის ყოფილი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე, ლუის ვან გაალი, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრები ყატარული მუნდიალის შემდეგ დატოვა და მარსელო ბიელსა, რომლითაც „ევერტონიცაა“ დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ ალფრედ შრიოდერი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა. 18 ტურის შემდეგ ამსტერდამული კლუბი ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეხუთეა.

თეგებიაიაქსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098462