ზამთრის პაუზა გერმანიაში დასრულებულია და ბუნდესლიგა განახლდა, რომლის მე-16 ტურის სასტარტო შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიფციგს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა.
იულიან ნაგელსმანის გუნდი 37-ე წუთზე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა: 52-ე წუთზე მარსელ ჰალსტენბერგმა წონასწორობა აღადგინა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
„ბაიერნს“ 35 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ფრაიბურგს“ 5 ქულით უსწრებს, მაგრამ კონკურენტს მასთან ორ ქულამდე მიახლოება შეუძლია. „ლაიფციგი“ 29 ქულით მესამე საფეხურზეა.