ფეხბურთი

15:22 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ესპანეთის პოლიციამ დააკავა! „მარკას“ ინფორმაციით, 39 წლის მცველი სექსუალური შევიწროების ბრალდებით სასამართლოში პოლიციის მანქანით გადაიყვანეს და ახლა სწორედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებს თუ არა, ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს ციხეში.

ალვეშს ერთ-ერთი ქალბატონი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მას სხეულის ინტიმურ ადგილებზე ეხებოდა. სავარაუდო შემთხვევა 30 დეკემბერს, ღამის კლუბში მოხდა, ხოლო პოლიციაში საჩივარი გოგონამ 2 იანვარს შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ დანი ალვეში და მისი გარემოცვა ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, ალვეში ამჟამად მექსიკური „პუმასის“ ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061806