ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრაც მოიგო და შესაბამისად, მესამე წრეში თამაში უფლება მოიპოვა.
თუმცა, სერბ ჩოგბურთელს ფრანგ ენცო კუაკოსთან იოლი გასეირნება არ ჰქონია და საბოლოოდ, ოთხ სეტში, 6:1,6:7, 6:2, 6:0 მოიგო.
ნოვაკმა განსაკუთრებით თავისი ფანები მეორე სეტში ანერვიულა, როცა სამედიცინო პაუზის აღება მოუწია და იმ მომენტში არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა, თამაშის და შესაბამისად, ტურნირის გაგრძელებას. თუმცა, ჯოკოვიჩმა ტკივილს აჯობა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. თავის მხრივ, სამედიცინო პაუზის აღება მის მეტოქესაც დასჭირდა.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ჯოკოვიჩმა ტრიბუნებიდან გააძევებინა ფანები, რომლებიც მას თამაშში ხელს უშლიდნენ. როგორც გაირკვა, ისინი მთვრალები იყვნენ და საბოლოოდ, მსაჯმა ტრიბუნებიდან სწორედ „ნოლეს“ თხოვნით გააძევა.
აქვე გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გრიგორი დიმიტროვს დაუპირისპირდება.