„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი დონი ვან დე ბეეკი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ინფორმაცია „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, მუხლზე ოპერაციის შემდეგ ვან დე ბეეკი სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და მომდევნო სეზონის მოსამზადებელ ეტაპს ტკივილების გარეშე, სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ვან დე ბეეკმა მუხლის სერიოზული ტრავმა „ბორნმუთთან“ მატჩში მეკარე უეინ ჰენესისთან შეჯახების შედეგად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დონი ვან დე ბეეკი მანჩესტერმა 2021 წლის ზამთარში შეიძინა და მას შემდეგ 60 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით ლივერპულის ევერტონში გაატარა.