ფეხბურთი

18:30 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის ტრავმა შესაძლოა უფრო სერიოზული გამოდგეს და "ბაიერნი" მის საბოლოო შემცვლელს ეძებს

მიუნხენის „ბაიერნში“ შიშობენ, რომ მანუელ ნოიერის ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ვეტერანმა მეკარემ თხილამურებით სრიალისას ფეხის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მოედანზე ვერც მომდევნო სეზონის დასაწყისში გავიდეს.

ნოიერს წვივის მოტეხილობა აღენიშნება და ასეთი დაზიანების შეხორცებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ მოტეხილობებს. არსებობს შიშიც, რომ 36 წლის მეკარე გამოჯანმრთელების შემდეგ ისეთ დონეზე ვერ დაბრუნდება, როგორზეც თამაშობდა.

ამიტომაც, „რეკორდმაისტერში“ ახალ მეკარეს არა მხოლოდ ტრავმის პერიოდში მის შესაცვლელად ეძებენ, არამედ ზოგადად აპირებენ მანუელის შეცვლას. „ბაიერნს“ ამ დრომდე ყველაზე აქტიურად შვეიცარიის ნაკრების მეკარე იან ზომერს უკავშირებენ, რომელსაც „გლადბახთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.113927