პოლონური მედიის ინფორმაციით, „კრაკოვია“ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით არის დაინტერესებული.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მექვაბიშვილში 1 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „კრაკოვიას“ ბიუჯეტის მქონე გუნდისთვის საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა თუ პოლონელები ძალიან მოინდომებენ, შესაძლოა მათ ქართველი ფეხბურთელი მაინც შეიძინონ.
იქამდე, მექვაბიშვილი „რაკუვსაც“ დაუკავშირეს, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე, ვაკო გვილია ირიცხება, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ამჯერად მექვაბიშვილის მიმართ სურვილი „კრაკოვიამ“ გამოთქვა.
„შეგახსენებთ, რომ „კრაკოვიას“ შემადგენლობაშია ოთარ კაკაბაძეც, რომელიც პოლონურ გუნდს 2021 წელს შეუერთდა. წარმატებული ტრანსფერის შემთხვევაში მექვაბიშვილს გუნდში სწორედ ის დახვდება.
„კრაკოვია“ ამ მომენტისთვის პოლონეთის ექსტრაკლასაში 25 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.