ფეხბურთი

1:00 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ბლინდი დაიმატა და ზომერს დაიმატებს

მიუნხენის „ბაიერნმა“ დელეი ბლინდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 32 წლის ფეხბურთელი გერმანულ გრანდს უფასოდ შეუერთდა.

ბლინდმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და 23-ნომრიანი მაისური მოირგო. მან ტრავმირებული ლუკას ერნანდესი უნდა შეცვალოს.

ბლინდს კარიერის უმეტესი ნაწილი „აიაქსში“ აქვს გატარებული, სადაც 333-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა, 7-ჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი და ორჯერ თასი მოიგო. გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში „გრონინგენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ გერმანული მედიის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია "გლადბახიდან" შვეიცარიელი მეკარის, იან ზომერის ტრანსფერიც, რომელმაც ტრავმირებული მანუელ ნოიერი უნდა შეცვალოს.

0.113324