ჩოგბურთი

22:43 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ამერიკულ მასტერსებს აუცრელობის გამო გამოტოვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე კი დაუშვეს, მაგრამ კორონავირუსზე აუცრელობის გამო, ის ამერიკულ ტურნირებზე თამაშს ვერ შეძლებს, რადგან არაამერიკელებისთვის, ქვეყანაში შესასვლელად, კოვიდ-19-ზე აცრა აუცილებელია.

სერბი ჩოგბურთელი აღიარებს, რომ სხვა გზა არ აქვს, ინდიან ველსზე და მაიამის მასტერსზე თამაშისგან თავი შეიკავოს. აშშ-ში შესვლაზე მკაცრი შეზღუდვები 10 აპრილამდეა ძალაში. ინდიან ველსი 6-19 მარტს იმართება, მიამის მასტერსი კი 20 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.

„თუ ეს ოფიციალური აკრძალვაა, მაშინ ვერაფერს ვიზამ. თქვენ იცით ჩემი პოზიცია. მე მონაწილეობა მინდა, მაგრამ იქ ვერ წავალ, ამას ვერ შევძლებ“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვინც მასტერს 1000-ის სერიის ამ ორ ტურნირზე, იმავე მიზეზით, ვერც გასულ სეზონში იასპარეზა. მერე კი აშშ-ის ღია პირველობაც გამოტოვა.

0.118081