სხვა

2:50 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა ზემერინგში თავისი მე-80 გამარჯვება მოიპოვა

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის მიღწევის გამეორებისკენ - ავსტრიის ზემერინგში, მსოფლიო თასის სლალომის რბოლა მოიგო. ეს მის მიერ კარიერაში მსოფლიო თასზე მოპოვებული მე-80, სლალომში კი 50-ე გამარჯვებაა.

ორი მოგებაც და ის ვონის ქალ სამთო მოთხილამურეთა რეკორდს გაიმეორებს. კიდევ ექვსი და ლეგენდარულ შვედ ინგემარ სტენმარკს გაუტოლდება. ავსტრიის სამთო კურორტზე გამართულ სამი რბოლიდან, მან სამივე მოიგო. სლალომში ორი ცდის ჯამში მან 0.29 წამით აჯობა ამერიკელ პოლა მოლტცანს და გერმანელ ლენა დუერს. საინტერესოა, რომ მსოფლიო თასზე სლსლომის რბოლაში, პირველი ორი ადგილი ამერიკელებმა 1971 წლის შემდეგ პირველად დაიკაეს.

პირველი ცდის შემდეგ, შიფრინს მხოლოდ მეექვსე საუკეთესო დრო ჰქონდა. თუმცა უნაკლო მეორე ცდა შეასრულა და ყველა მეტოქე ჩამოიტოვა. თავიდან ლიდერი სლოვაკი პეტრა ვლჰოვა იყო, მაგრამ მეორე ცდა ცუდად შეასრულა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა. ხელი მოეცარა მსოფლიო ჩემპიონს ავსტრიიდან, კატარინა ლინსბერგერს, ვინც პირველი ცდა კი დაასრულა, მაგრამ საუკეთესო 30-ში ვერ მოხვდა.

0.119132