ფეხბურთი

16:46 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: "მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ მესი მარადონას ჩრდილში აღარ იცხოვრებს"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ის დიეგო არმანდო მარადონას ჩრდილში აღარ იქნება.

„მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ მესი დიეგო მარადონას ჩრდილში აღარ იცხოვრებს. არგენტინელი გულშემატკივრები მარადონას არასდროს დაივიწყებენ, მაგრამ მესი ერთადერთი, მათთვის ახლა ის არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხისთვის მესი იქნება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, რადგან მთავარი თასი ეს არის“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ, 1986 წლის შემდეგ კი პირველად გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121401