ფეხბურთი

12:20 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის დუბლი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში ბაჩანა არაბულის „მაკარტურმა“ სტუმრად „სიდნეი“ 3:0 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ბაჩანამ ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გახსნა, როცა ძალიან კარგად გაიხსნა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა, ხოლო დუბლი არანაკლებ კარგი გოლით 89-ე წუთზე 3:0 გახადა და თვითონ დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის მომენტში ქართველმა თავდამსხმელმა ერთი შეხებით ითამაშა.

28 წლის ფეხბურთელმა ავსტრალიის ჩემპიონატში მეოთხე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლია. აქვე ვთქვათ, რომ „მაკარტურის“ მთავარი მწვრთნელი „მანჩესტერის“ ყოფილი თავდამსხმელი დუაიტ იორკი გახლავთ.

„მაკარტური“ 9 თამაშში მოპოვებული 14 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 იანვარს, სტუმრად „უონდერერსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130021