„დიდი სლემის“ 21-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, აზრი გამოთქვა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.
„ვულაცავ ყატარს. მათ დიდებული მუნდიალი ჩაატარეს. ჩემთვის საამაყო გახლდათ ტურნირის ფინალურ მატჩზე დასწრება. მატჩისა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რომელიც ოდესმე მინახავს. მადლობა ასეთი საინტერესო გამოცდილებისთვის. ბრავო არგენტინა!“ - წერს ჯოკოვიჩი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ყატარის მუნდიალის ფინალურ მატჩში არგენტინელებმა ფრანგები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს (ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დამთავრდა).
არგენტინელებმა მესამედ მოიპოვეს პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი (მანამდე 1978 და 1986 წლებში).