იტალიელმა ელენა კურტონიმ შვეიცარიის სენ მორიცში გამართული დაშვების რბოლა მოიგო. სქელი ნისლის და ძლიერი თოვის გამო, შეჯიბრი დამოკლდა. სიტუაცია, რბოლის მსვლელობისას უარესდებოდა.
საბოლოოდ, კურტონიმ წუთსა და 09.40 წამში მიაღწია ფინიშს და 0.29 წამით აჯობა თანამემამულე სოფია გოჯას. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა კორინე სუტერმა დაიკავა, ვინც კურტონის 0.73 წამით ჩამორჩა.
„ასეთ პირობბში რბოლისთვის, გაბედულებაა საჭირო. მე შევძელი და ფერდობზე დაშვებისას, მთელ ჩემ გაბედულებას თავი მოვუყარე, რამაც კარგი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა კორტინიმ.
გოჯამ მეორე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ მესამე საკონტროლო კარიბეჭეს მარცხენა ხელი მიარტყა და ორი თითი მოიტეხა. რბოლის შემდეგ ის მილანში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციას გაუკეთებენ. ამის მიუხედავად, ის მომდევნო რბოლაში მონაწილეობას მაინც გეგმავს.