ფეხბურთი

21:57 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილმა "ბოავიშტას" გოლი გაუტანა (+VIDEO)

ფრანგული „ბორდო“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და პორტუგალიური „ბოავიშტა“ 2:0 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, რითაც ანგარიში გახსნა, მოედანი კი მან 69-ე წუთზე დატოვა. ზურიკო კარგ ფორმაშია, რამდენიმე დღის წინ ინგლისურ „ბრენტფორდსაც“ გაუტანა.

ლიგა 2-ის სეზონი კი 26 დეკემბერს განახლდება და ჟირონდელები „ლე ავრს“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ს 15 ტურის შემდეგ სწორედ „ლე ავრი“ ლიდერობს, რომელსაც მეორეადგილოსანი „ბორდო“ 4 ქულით ჩამორჩება.

დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (სტატისტიკაში არ შედის ამხანაგური შეხვედრები) და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114255