ფეხბურთი

18:08 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრებიდან ვან გაალი წავიდა, კუმანი - მივიდა

ლუის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. როგორც მან აღნიშნა, ამაყია და თავს დამარცხებულად არ გრძნობს.

„ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობას არ ვაგრძელებ, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო მესამე ვადის პერიოდში. ძალიან ამაყი ვარ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვიძახე, გამოცდილება გავუზიარე. ნამდვილი ჯგუფი შევქმენით და როცა უკან ვიხედები, რაღაც დადებითს ვხედავ. თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ.

გუნდს 20 თამაშში ვუხელმძღვანელე და არცერთში დავმარცხებულვართ. ამის მიზეზი უნდა არსებობდეს, გარდა ამისა, ჩვენ საუკეთესო ნაკრებებთან ვითამაშეთ“, - თქვა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, გამოცდილ სპეციალისტს 2023 წლის 1 იანვრიდან რონალდ კუმანი შეცვლის, რომლის ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნების ამბავი ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116065