თამაშგარე

17:20 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოჰ, როგორ გვაკლიხარ ლარისა!

ხშირად სვამენ კითხვას, ყველაზე მეტად რა აკლია ყატარში მიმდინარე მუნდიალს და თავადვე სცემენ ხოლმე პასუხს რადგან პირველყოვლისა მსოფლიოს ჩემპიონატზე მისივე ბედოვლათობით ვერმოხვედრილი იტალიის ეროვნული ნაკრები, ალკოჰოლის სიმცირე და გამკაცრებული პოლიციური რეჟიმი ახსენდებათ ხოლმე.

ჩვენ კი ჭეშმარიტად გეტყვით, რომ მუნდიალს ყველაზე მეტად პარაგვაის საფეხბურთო ნაკრები აკლია. არა იმიტომ, რომ პარაგვაის ამ ფორმაციის ეროვნული გუნდი რაიმე განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობს. არამედ იმის გამო, რომ პარაგვაი მუნდიალზე რომ გასულიყო, ყატარში აუცილებლად გაჰყვებოდა ლარისა რიკელმე და ჩემპიონატს სულ სხვა ლაზათსა და ეშხს მისცემდა.

ვინც ჯერ კიდევ არ იცით ვინ არის დიადი ლარისა, მათთვის ვნებიანი ჩურჩულით ვიტყვით, რომ ლარისა პარაგვაელი ფოტომოდელია, რომელიც ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდებას სამყაროს ღერძივით ებღაუჭება და თეთრ-წითელთა არაერთი გამარჯვება აღუნიშნავს ტრიბუნაზე მაისურის შემოძარცვით. ახლა ხომ ხვდებით რა დავკარგეთ პარაგვაის მუნდიალზე გაუსვლელობით?...

0.113623