ტრავმირებულმა სადიო მანემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე სენეგალის ნაკრებს ვერ დაეხმარა, ინგლისთან მარცხის შემდეგ ემოციური წერილი გამოაქვეყნა:
,,ძვირფასო ძმებო, სენეგალელი ხალხი ძალიან ამაყობს თქვენი მოგზაურობით. თქვენ ყველა სენეგალელის გული მოიგეთ ეროვნული დროშის ღირსეულად დაცვით. გააგრძელეთ სწავლა და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ტიტულებისთვის ბრძოლას" - დაწერა მანემ საკუთარ სოციალურ ქსელში.
სენეგალის ნაკრების ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატამდე ,,ბაიერნში" მიღებული ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა. ,,ტერანგას ლომებმა" ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, თუმცა 1/8 ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყეს, 0:3 დამარცხდნენ და მუნდიალს გამოეთიშნენ.