ფეხბურთი

22:17 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუმფრისმა მუნდიალების რეკორდი გაიმეორა

დღეს, 3 დეკემბერს, ყატარის მუნდიალის პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ნიდერლანდების ნაკრებმა აშშ-ის ეროვნულ გუნდს საკმაოდ იოლად მოუგო - 3:1. შეხვედრის გმირი მილანის „ინტერის“ მცველი, დენზელ დუმფრისი გახდა.

Opta Sport-ის ცნობით, 1966 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ (სწორედ ამ წლიდან დაიწყეს მსგავსი სტატისტიკის დათვლა) დუმფრისი მეორე მცველი გახდა მუნდიალებზე, რომელმაც ერთ მატჩში სამი საგოლე მოქმედება შეასრულა. კერძოდ, ორი საგოლე პასი მიითვალა და ერთი ბურთი თავად შეაგდო.

მანამდე ასეთი ქმედება 1982 წლის ტურნირზე უნგრელმა იოჟეფ ტოტმა შეასრულა სალვადორის წინააღმდეგ.

0.104154