ფეხბურთი

13:02 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებულ კრისტოფერ ნკუნკუს საფრანგეთის ნაკრებში რანდალ კოლო მუანი შეცვლის

მას შემდეგ, რას საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე კრისტოფერ ნკუნკუ დაშავდა, მის ნაცვლად დიდიე დეშამმა გუნდში ფრანკფურტის ,,აინტრახტის" ფორვარდი, რანდალ კოლო მუანი გამოიძახა.



,,ლაიპციგის" ფეხბურთელი ვარჯიშზე ედუარდო კამავინგასთან შეჯახების შედეგად დაახლოებით 2 თვით დაშავდა და ნაკრებს გამოაკლდა. რაც შეეხება ,,აინტრახტის" ფორვარდს, ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. კოლო მუანიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში დანიის, ავსტრალიის და ტუნისის წინააღმდეგ ითამაშებს. დეშამის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115066