ფეხბურთი

23:50 | 15.11.2022 | ნანახია 2058 - ჯერ

რონალდუს ბრუნო ფერნანდეშის შემდეგ თავი ჟოაო კანსელუმაც აარიდა (+VIDEO)

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ორმა ვიდეომ დიდი ყურადღება მიიქცია და ორივეს მთავარი გმირი კრიშტიანუ რონალდუა.

რონალდუ გასახდელში ბრუნო ფერნანდეშს ესალმება, მაგრამ თანაგუნდელი მას საკმაოდ ცივად პასუხს და სწრაფადვე თავს არიდებს, რასაც ცხადია, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

მეორე ვიდეო უკვე ვარჯიშიდან გავრცელდა. ჟოაუ კანსეული ჟოაო ფელიქსის წინააღმდეგ აგრესიულად თამაშობს, რამდენიმე წამის შემდეგ კი მასთან დასამშვიდებლად რონალდუ მივიდა, თუმცა, კანსელუმ კრიშტიანუს თავი ასევე სწრაფად აარიდა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ და კანსელუ „იუვენტუსშიც“ ერთად თამაშობდნენ, ხოლო ბრუნოს თანაგუნდელი ამჟამად „მანჩესტერშია“.

უცხოური პრესა წერს, რომ პორტუგალიის ნაკრების შიდა ატმოსფერო დაძაბულია. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, პორტუგალია პირველ ტურში 24 ნოემბერს, განის ნაკრებს დაუპირისპირდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:25 | 16.11.2022
sul2 (1778)

კარგით რა აარიდა, არა აგინა კიდე, უნდა დაეჩოქა და თაყვანი ეცა? ფლორენტინო ეჭვი მაქვს აფინანსებს ანტი კამპანიას, თუმცა რონალდუმ მანიუში გადასვლით განაჩენი გამოუტანა თავს, გრძნობებს არ უნდა აჰყოლოდა ამხელა გამოცდილების კაცი

03:58 | 16.11.2022
Kobe Bean (21723)

არავის აღარ სიამოვნებს ტიპის დანახვა,არც კლუბში და არც ნაკრებში.ეგ იცის მაგდენმა ნაგლობამ რასაც აკეთებს ცხოვრების მანძილზე.მე ვარ რაც ვარ და სხვა მკიდია,ასეთი ტიპები არავის არ ჭირდება

03:56 | 16.11.2022
Kobe Bean (21723)

ნაკრებშიც კი აიგნორებენ იმდენად ჩათლახია.საერთოდ არ უნდა გამოეძახათ ამ მსოფლიოზე,უკეთესი იქნებოდა პორტუგალიისთვის.აშკარაა რომ ნაკრებშიც აფუჭებს გასახდელში სიტუაციას

03:55 | 16.11.2022
Kobe Bean (21723)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064695
სარეკლამო ადგილი - 99
X x X