კალათბურთი

19:45 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯანმარკო პოცეკო: "შენგელიას, შერმადინის და მაკფადენის შეჩერება ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება"

იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ საქართველოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრების ლიდერების შეჩერებაა და გარდა ამისა, ფარქვეშ განსაკუთრებული კონცენტრაციით უნდა ითამაშონ.

„პირველ რიგში მინდა, ჩემმა კალათბურთელებმა ვნებით ითამაშონ და თამაშისგან სიამოვნება მიიღონ, როგორც ყოველთვის. უნდა მოვახერხოთ შენგელიას და შერმადინის გაჩერება. ვინაიდან ჩვენ უფრო დაბალი მოთამაშეები გვყავს, ფარქვეშ აუცილებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოგვიწევს. ილიას ზუროსი ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, საქართველოს კი სამი ძალიან კარგი კალათბურთელი ჰყავს - შენგელია, შერმადინი და მაკფადენი, ამიტომ, პირველ რიგში მათ შეჩერებაზე უნდა ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა ცოტას ვნერვიულობთ კიდეც, რადგან ბევრი კალათბურთელი გვაკლია, მათ შორის მელი და პოლონარა.

ესპანეთთან ძალიან კარგი თამაში გვქონდა, ვინც ამ თამაშს უყურა, დარწმუნებული ვარ ნამდვილად ისიამოვნა. ვეცადეთ, საუკეთესო კალათბურთი გვეჩვენებინა მათთვის, ვინც ამას ელოდა. მაგრამ ასე ხდება - შეიძლება წააგო ან მოიგო. ეს ორი ვარიანტია - ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ კი მარცხდები. განსაკუთრებით დაძაბული თამაში ოვერტაიმში იყო. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ვფიქრობ, ეს დარბაზი გადაივსება, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ გულშემატკივრების წინაშე კარგად ვითამაშოთ. ვინ გავა ამ ჯგუფიდან? რა თქმა უნდა, ესპანეთი, ასევე საქართველოს აქვს კარგი შანსი. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებიც გავა“, - თქვა პოცეკომ.

იტალიის ნაკრების 12-კაციანი განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია:

მარკო სპისუ, ნიკოლო მანიონი, პოლ ბილიგა, ამადეო ტესიტორი, ჯამპაოლო, რიჩი, რიკარდო მორასკინი, ტომაზო ბალდასო, გულიელმო კარუზო, მიკელე ვიტალი, ლუკა სევერინი, ალესანდრო პაიოლა, ჯონ პეტრუჩელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იტალიას 27 აგვისტოს სტუმრად დაუპირისპირდა და 84:91 დამარცხდა. L ჯგუფში ესპანეთი ლიდერობს (6 მოგება 1 წაგება), მეორე ადგილზე იტალიაა (5-2), მესამეზე საქართველო (4-3) და სწორედ საუკეთესო სამეული გავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ასევე 4 მოგება და 3 წაგება აქვს ისლანდიას, რომელიც ილიას ზუროსის გუნდის მთავარი კონკურენტია, მეხუთე საფეხურზე უკრაინაა 2 მოგებით და 5 წაგებით, ხოლო ნიდერლანდები მოგების გარეშე ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111442