ფეხბურთი

19:45 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ვინაიდან ინგლისელ სპეციალისტს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, მუნდიალის განაცხადს მიღმა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დარჩა. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნებიან ჯეიდონ სანჩო, ტამი აბრაჰამი, ფიკაიო ტომორი, ხოლო ბენ ჩილველი და რის ჯეიმსი გუნდს ტრავმების გამო დააკლდნენ.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:

მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ნიუკასლი), აარონ რამსდეილი (არსენალი)

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ კოადი (ევერტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი), ბენ უაითი (არსენალი)

ნახევარმცველები: ჯუდი ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კალვინ ფილიპი (მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)

თავდამსხმელები: ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი), კალუმ უილსონი (ნიუკასლი)

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანის, აშშ-სა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111555