„ბარსელონთს“ თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ სთხოვა სხვა გუნდში გაშვება. ნიდერლანდელი უკმაყოფილოა იმ მცირე სათამაშო დროით, რომელიც მას კატალონიელთა შემადგენლობაში ეძლევა.
2022/23 წლების სეზონში 28 წლის დეპაიმ მინდორზე მხოლოდ 131 წუთი გაატარა.The Express-ის ინფორმაციით კი, მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული.
დეპაი „ბარსელონაში“ შარშან ზაფხულს გადავიდა „ლიონიდან,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ამჟმად ის ტრავმას იშუშებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია