იტალიელმა მწვრთნელმა დელიო როსიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და როგორც აღნიშნა, ქართველი ძალიან კარგი მოთამაშეა. თუმცა როსის დიეგო მარადონასთან შედარება სწორად არ მიაჩნია.
„კვარაცხელია ჩვენს ფეხბურთს მყისიერად მოერგო და მაშინ აჩვენა, რომ დამანგრეველი მოთამაშეა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მარადონასთან შედარება მკრეხელურად მეჩვენება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გარკვეულ შედარებებს მოვერიდებოდი“, - თქვა როსიმ.
შეგახსენებთ, რომ დელიო როსი სხვადასხვა იტალიურ გუნდებში მუშაობდა, ყველაზე დიდ წარმატებას კი რომის „ლაციოში“ მიაღწია.