ჩეხეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის „ზლინი“ სტუმრად „ბოჰემიანსს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
30-ე წუთზე ჭანტურიშვილის პასით მარტინ ფილომ გახსნა ანგარიში, 6 წუთის შემდეგ კი შორი მანძილიდან ქართველმა შემტევმა დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა. თუმცა, „ზლინმა“ მეორე ნახევარში უპირატესობა გაანიავა, 3 გოლი გაუშვა და წააგო.
29 წლის ფეხბურთელს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.
„ზლინი“ 15 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 ნოემბერს, პრაღის „სლავიას“ უმასპინძლებს.