მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ "ბაიერნთან" (0:2) მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი შეაჯამა.
"შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული ჯგუფიდან მოვახერხეთ და ბედნიერები ვართ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ძალიან კარგად ვითამაშთ. ბარელას და ლაუტარო მარტინესის წყალობით ლიდერობა შეგვეძლო, სანამ სულელურ გოლს გავუშვებდით. მიღებული გოლის მერე კი თამაში შეიცვალა", - განაცხადა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბიერნმა“ ასპროცენტიანი შესრულებით პირველი ადგილი დაიკავა. „ინტერი“ 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. „ბარსელონან“ კი 7 ქულა დააგროვა და კატალონიური გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. რაც შეეხება „ პლზენს“, 1 ქულით ჩემპიონტა ლიგას მეოთხე ადგილით გამოეთიშა.