ფეხბურთი

18:28 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პალადინო კვარაცხელიაზე: "დელ პიეროს და ტოტის შემდეგ მსგავსი ფეხბურთელი სერია A-ში არ მინახავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად „მონცას“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ ტელეკომპანია DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელია ფრანჩესკო ტოტისა და ალესანდრო დელ პიეროს შეადარა.

„ტოტისა და დელ პიეროს შემდეგ, ბოლო 10 წლის განმავლობაში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან ცოტა მინახავს“, - აღნიშნა მან ქართველ ფეხბურთელზე.

შეგახსენებთ, რომ რაფაელე პალადინო „იუვენტუსში“ თამაშობდა და ალესანდრო დელ პიეროს თანაგუნდელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060077