ფეხბურთი

1:38 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ კონფერენს ლიგაზე გაიტანა, ოთარ კიტეიშვილმა - ევროპა ლიგაზე (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეხუთე ტურში გრაცის „შტურმმა“ როტერდამის „ფეიენოორდი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანა. ეს ქართველი ნახევარმცველის პირველი გოლია ევროპა ლიგის გათამაშებაში. „შტურმი“ ჯგუფში 8 ქულით „ლაციოსთან“ ერთად ლიდერია, ბოლო ტურში კი „მიდტიულანდს“ ესტუმრება.

ქართული გოლი გავიდა კონფერენს ლიგაზეც, რომლის ავტორი გურამ კაშიაა. ბრატისლავის „სლოვანი“ ერევნის „პიუნიკთან“ 0:1 მარცხდებოდა, როდესაც 84-ე წუთზე კაშიამ შეტევა წამოიწყო და თავადვე დაასრულა ზუსტი დარტყმით, რითაც ანგარიში გაათანაბრა. ერთ წუთში სლოვაკებმა მეორეც გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჩაკვეტაძე მინდორზე 87-ე წუთამდე იყო, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. „სლოვანმა“ 8 ქულა დააგროვა და ჯგუფს „ბაზელთან“ ერთად ლიდერობს, ბოლო ტურში კი „ჟალგირისს“ სტუმრად შეხვდება.

0.132438