ფეხბურთი

18:52 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ მეუღლე აგენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა

„გალათასარაის“ არგენტინელმა შემტევმა, მაურო იკარდიმ, მეუღლე, ვანდა ნარა, აგენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა - გვამცნობს Tuttosport.

წყაროს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ვანდას მოთხოვნა გახდა. მზეთუნახავმა „გალათასარაიში“ მეუღლის იჯარით გადასვლის კვალად, საკომისიოდ 1 მილიონი ევრო მოითხოვა.

რამდენიმე თვის წინათ იკარდიმ მეუღლესთან დაშორების შესახებ გამოაცხდა, თუმცა წყვილი დღემდე არკვევს ურთიერთობას.

კონფლიქტის მიზეზი კი ვანდას არგენტინული ვოიაჟი გახდა, რომლის დროსაც მან ცნობილ რეპერთან კლიპი გადაიღო. მაურომ მას არგენტინაში ჩააკითხა სიტუაციის გასარკვევად, მაგრამ ვანდამ სასტუმროს კარი არ გაუღო.

0.137273