ფეხბურთი

20:51 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ კროოსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

მადრიდის „რეალმა“ ნახევარმცველ ტონი კროოსს 2024 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ტომას გონსალესი. ცოტა ხნის წინათ ესპანური მედია წერდა, რომ კროოსი გაისად კარიერის დასრულებას აპირებდა საფეხბურთო ფორმის პიკზე.

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, იმედი გამოთქვა, რომ გერმანელი შუახაზელი გუნდში დაჩება, თუმცა გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

კროოსი „რეალში“ 2014 წელს გადავიდა „ბაიერნიდან.“

0.104183