ფეხბურთი

14:12 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ში საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

20 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

  • ტორპედო - დინამო თბილისი
  • ლოკომოტივი 2 - საბურთალო

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117545