ფეხბურთი

20:57 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმი“ „დინამოს“ ისევ წამოეწია

დღეს, 16 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის სამი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ „სიონს“ სტუმრად 0:2 მოუგო, „ტორპედომ“ კი „საბურთალოსთან“ ზესტაფონში 1:1 ითამაშა.

დღის გვიან შეხვედრაში „ბათუმმა“ „დილას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ზღვისპირელებმა პირველ ტაიმში აჯობეს ქართლელებს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს (მამუკა კობახიძე, მილან რადინი, ჯოვინო ფლამარიონი).

მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში მსაჯმა ჯაბა ჯიღაური გააძევა, რასაც სტუმართა გააქტიურება მოჰყვა.

ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. 10 წუთის ინტერვალში თორნიკე კაპანაძემ დუბლი მიითვალა და ანგარიში 3:2 გახდა. მსაჯმა ყრუაშვილმა შეხვდერას 9 წუთი დაამატა, მაგრამ გორელებმა მეტი ვეღარ შეძლეს.

3:2 - „ბათუმმა“ 64 ქულა მოაგროვა და ისევ 2 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „დინამოს.“

0.164825