ფეხბურთი

12:39 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სმოროდსკაია - კვარაცხელიაზე: „შოკში ვარ, როგორ ვერ შევინარჩუნეთ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „აიაქსთან“ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ (4:2), რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ექს-პრეზიდენტმა, ოლგა სმოროდსკაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ გაუგია, როგორ ვერ შეინარჩუნეს თავის დროზე ხვიჩა გუნდში.

„როგორ შეიძლება არ უყურო ამ შესანიშნავი ფეხბურთელის თამაშს? ვგიჟდები მასზე. შოკში ვარ, როგორ ვერ შევინარჩუნეთ თავის დროზე გუნდში. ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა ყველა კომპონენტში: სათამაშოში, სისწრაფეში, ორთაბრძოლებს არასოდეს აგებს. მოკლედ, ყოჩაღ!“ - უთხრა სმოროდსკაიამ „სპორტ ექსპრესს.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111923