„იუვენტუსის“ 22 წლის თავდამსხმელით, დუშან ვლაჰოვიჩით ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის „ტოტენჰემ ჰოთსფურიც“ - გვამცნობს Calciomercato.com. მანამდე გაცხადდა, რომ სერბს „ჩელსი და „არსენალიც“ აკვირდებიან.
ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ „ფიორენტინადან“ 2022 წლის იანვარში გადავიდა 81,6 მილიონ ევროდ. ახალი გუნდის შემადენლობაში მან 30 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შესარულა.
ტურინულ კლუბთან მის არესებულ კონტრაქტს ვადა 2026 ივნისში ეწურება.