ფეხბურთი

21:21 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო იგუაინმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი გონსალო იგუაინი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ „პიპიტამ“ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების დრო დადგა.

იგუაინი ფეხბურთს მიმდინარე წლის ბოლოს დაემშვიდობება, როცა MLS-ში სეზონი დასრულება. გონსალო 2020 წლიდან ამერიკაში, „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავდა.

„დადგა დღე, რომ ფეხბურთს დავემშვიდობო, პროფესიას, რომელმაც ბევრი რამ მომცა და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ ბევრი კარგი თუ არცთუ ისე კარგი მომენტები გამოვიარე“, - თქვა იგუაინმა პრესკონფერენციაზე და ცრემლები ვერ შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინმა კარიერის განმავლობაში „რივერ პლეიტში“, „რეალში“, „ნაპოლიში“, „იუვენტუსში“, „მილანსა“ და „ჩელსიში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126651