ფეხბურთი

21:39 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სამგურალის“ კრიზისი გრძელდება

დღეს, 1 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 28 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. „საბურთალომ“ სტუმრად „სამგურალს“ 0:3 მოუგო და ევროზონაში მოხვედრის შანსი დაიტოვა. თბილისელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლაშა პარუნაშვილს.

„სამგურალი“ კი აშკარად კრიზისშია. წყალტუბოელებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს. თანაც სამივე - 0:3.

„გაგრამ“ და „დილამ,“ ასევე „თელავმა“ და „ლოკომოტივმა,“ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს.

ტურის დანარჩენი მატჩები კვირას გაიმართება. ძალიან საინტერესოა ბოლო დროს მოფერიანებული „ტორპედოს“ შეხვედრა „დინამოსთან“ ზესტაფონში. „სიონი“ კი ლიდერ „ბათუმს“ უმასპინძლებს.

0.117356