ფეხბურთი

18:24 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: "რეალში" ჩემი საუკეთესო მოგონებაა დღე, როცა გუნდი დავტოვე"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ „რეალში“ გატარებული პერიოდიც გაიხსენა, უფრო კონკრეტულად კი კლუბიდან წასვლის დღე, როდესაც ფლორენტინო პერესმა შეაქო.

„რეალში“ ჩემი საუკეთესო მოგონებაა დღე, როდესაც გუნდი დავტოვე. ამის მიზეზი ისაა, რომ ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ დიდი პროფესიონალი ვიყავი. პროფესიონალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა „რეალში“ დიდებული შედეგების საჩვენებლად, მაგრამ ტრავმებმა და მწვრთნელის მხრიდან მოცემულმა მცირე სათამაშო დრომ ყველაფერს ხელი შეუშალა. ამის მოსმენა ნამდვილად სასიამოვნო იყო. „რეალსა“ და ჟოზე მოურინიოზე ცუდს არასდროს ვიტყვი“, - თქვა კაკამ.

შეგახსენებთ, რომ კაკა „რეალში“ 2009-2013 წლებში თამაშობდა და 120 მატჩში 29 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებიკაკარეალი
0.135283