ყაზახეთის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში აღზევდა. ყაზახებმა ეს საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.
მაგომედ ადიევის გუნდმა ბელარუსის ნაკრები 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც მესამე ჯგუფში 5 ტურში 13 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის (სლოვაკეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი) მიუწვდომელი გახდა.
ამრიგად, ყაზახეთის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს, ისტორიაში პირველად. გარდა ამისა, ყაზახებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.