ფეხბურთი

17:55 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ

19 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 12 ოქტომბერს გაიმართება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121022