კალათბურთი

2:00 | 15.09.2022 | ნანახია 2091 - ჯერ

პოლონეთმა ლუკა დონჩიჩის სლოვენია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ევრობასკეტზე მეოთხედფინალური ეტაპი ხმაურიანი სენსაციით დასრულდა და მოქმედი ჩემპიონი სლოვენია ასპარეზობას გამოეთიშა.

ლუკა დონჩიჩის და მისი თანაგუნდელების შეჩერება პოლონეთის ნაკრებმა მოახერხა, რომელმაც 90:87 მოიგო! შეხვედრა დაძაბული რომ იყო, ანგარიშიდანაც ჩანს და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მეორე პერიოდი პოლონელებმა 29:13 მოიგეს და ვინაიდან პირველი პერიოდის თავის სასარგებლოდ დაასრულეს (29:26), დიდ შესვენებაზე ძალიან კომფორტული, 19-ქულიანი(!) უპირატესობით გავიდნენ. თუმცა სლოვენიამ მესამე პერიოდი ფანტასტიკურად ჩაატარა და პოლონელთა ამ უპირატესობისგან არაფერი დატოვა. პოლონელებმა მესამე მეოთხედში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს და 6:24 წააგეს, შედეგად, დასკვნითი ათწუთეულის წინ მხოლოდ 1 ქულას იგებდნენ. თითქოს, სლოვენიას ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა და მეტოქე გატეხილი ჰყავდა, მაგრამ პოლონეთის ნაკრებმა მობილიზება შეძლო, ბოლო პერიოდი 26:24, თამაში კი 90:87 მოიგო.

სლოვენიის ნაკრებში 21 ქულით ვლატკო ჩანჩარი იყო საუკეთესო, ლუკა დონჩიჩმა 14 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი მიითვალა, ხოლო გორან დრაგიჩმა 17 ქულა ჩააგდო. პოლონეთს 26 ქულით მატეუშ პონიტკამ ულიდერა, 16-16 ქულა ჰქონდათ მიხალ სოკოლოვსკისა და ეი ჯეი სლოთერს.

ამრიგად, პოლონეთი ნახევარფინალშია, სადაც საფრანგეთს შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში ურთიერთობას გერმანია და ესპანეთი გაარკვევენ.

სლოვენია - პოლონეთი 87:90 (26:29, 13:29, 24:6, 24:26)


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:13 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

ქართულად თარგმანსაც გააჩნია,ზოგი ისე სასაცილოდ ლაპარაკობს და იმდენად ცდება ორიგინალს იმის მოსმენას ჯობია სულ არ მოისმინო

16:13 | 17.09.2022
Marco8 (3590)

კაი რა დენიროს ალპაჩინოს დეილიუისს დიკაპრიოს რო ორიგინალში უსმენ მაგას ვარკეთილის მესამე მიკროში ნათარგმნი როგორ უნდა გერჩივნოს

15:02 | 17.09.2022
KoRBeN DaLLaS (24844)

გადამრევს ეს ხალხი ))
თუ იცი ინგლისური, ყველა ვარიანტში ორიგინალში ყურება ჯობია.
თუ არა და რუსული სინქრონი ფანტასტიურია. თუ რამე უვარგათ მაგ ღორებს, პირველი სწორედ ფილმების თარგმნას.
ქართულად გახმოვანებულ ფილმებს არანაირი მუღამი არ აქვს და მგონი ბევრი დამეთანხმება ამაში.

15:11 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

იცი რა არის?დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ მართლა მაგარი ინტერესით და ამიტომ რა თქმა უნდა ორიგინალში ნახვა მირჩევნია,თან მეტი სიზუსტეც არის ორიგინალში.სხვა ტიპის ფილმებს კი გასართობად უფრო ვუყურებ,ყურადღებაც ხშირად მეფანტება და ამიტომ მირჩევნია ქართულად ნახვა

14:41 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

ყველაზე რეალური მაინც ინდიანაში გაცვლა ჩანს ტერნერ-ჰილდში.ასევე ბოგდანას დამატებასაც ეცდებიან ჰოლივუდში.სადღაც 2 კვირაც და ნბა-ს გუნდები დაიწყებენ პრესეზონს

14:32 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

ლეიკერსმა ბევერლის შემდეგ შროდერიც დაიმატა გამთამაშებელზე რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის რასის გაცვლის ამბებს.თან როგორც დაიწერა ლოსანჯელესში სახლს ყიდის ვესტბრუკიო.საინტერესოა სად და ვინებში გაცვლიან

14:05 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

რუსულიც ვიცი და ინგლისურიც მაგრამ ქართულად ყურება მაინც სხვაა.როდის განახლდება ეგ საიტები ხო არ იცით?

14:36 | 17.09.2022
Marco8 (3590)

რა ქართულად მაინც სხვაა ?))) ინგლისური თუ იცი უყურე ორიგინალში))

14:54 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

ორიგინალში დოკუმენტური ფილმების ნახვა უფრო მსიამოვნებს,ან ზოგადად კონკრეტულ ტიპებზე ისტორიები,ანუ უფრო მეტ სიმართლეს ვგებულობ როცა მასეთ სტილს ვუყურებ ორიგინალში.არის მომენტები როცა ყველაფერს ზუსტად ვერ თარგმნიან და მაგიტომ.სხვა ტიპის ფილმების ნახვა კი ქართულად მირჩევნია

12:00 | 17.09.2022
zviadi-shxefi (6306)

ფილმების საიტები მეკობრეობის გამოა გათიშული

00:10 | 17.09.2022
Kobe Bean (21687)

რადგან ესპანეთის როგორც ზოგადად ქვეყნის მიმართაც მაქვს სიმპატიები(სპორტის გარეთაც),ამის გამო ფინალში მაგათკენ ვარ.იმედია ეგენი მაინც არ წააგებენ)))

23:25 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

ფილმების საიტები რატომაა გათიშული კინოგურმანებს გეცოდინებათ)))

09:01 | 17.09.2022
Marco8 (3590)

რუსული თუ გესმის ჯობს რუსულ საიტებზე უყურო უფრო მალე იდებოდა ისედაც

23:09 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

პოლონეთს რაც შეეხება,მაგენმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს(საკუთარ თავს გადაახტნენ უფრო სწორი ნათქვამი იქნება),გააგდეს სლოვენია და ამოწურეს თავი

23:07 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

არ ვიცი რა მორჩება გერმანია-ესპანეთი მაგრამ შროდერი ბრავო,მაგარი ევრო აქვს

22:22 | 16.09.2022
Marco8 (3590)

2 სიტყვა) პოლონელები ჰიტლერის მერე ასე არ დამცირებულან რაც საფრანგეთმა უქნა

23:06 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

კაი ეხლა,სადაც 2 სიტყვა იქ იყოს ბარემ 100-იც)))2 ჭიქაზე მეტს არ დავლევის ვარიანტია)))

18:28 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

ლეგასის გამო კასპაროვი დასაფასებელია,კაცი დღესაც კი ჩართულია დიდ ჭადრაკში მაშინ როცა ლამის 60 წლისაა,მაგრამ სიძლიერე სხვა თემაა მაინც.ლეგასით გარი არის ისტორიის N1,სიძლიერით კი ფიშერი.ნუ სიძლიერითაც ძლიერია გარი,ვინ დავობს მაგაზე.გეუბნებით რომ კარლსენის გარდა დღესაც კი დაამყნობს ყველა თანამედროვეს მაგრამ ფიშერის სიძლიერე სხვა თემა იყო მაინც

18:22 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

კასპაროვს არასდროს არ შეუწყვეტია თამაში ეგეც სათქმელია და ამიტომ დღემდე ინარჩუნებს ფორმას.ნუ გასაგებია რომ კლასიკურ პარტიებს(5-6 საათიანებს) 2005 წლიდან აღარ თამაშობს მაგრამ ბლიცებს რაპიდებს და ასე ნაკლებ წუთიანებს დღესაც უბერავს.ფიშერს 20 წლიანი წყვეტა ქონდა.20 წელი რომ ერთ პარტიასაც კი არ ეთამაშები ძლიერებს ეს ძაან დიდი უკანდახევაა მაგრამ ნიჭი არ იკარგება მაინც რაც დაამტკიცა კიდეც ფიშერმა 92-ში.მეზობელთან არ ქონდა ნათამაშები 20 წელი ტიპს გრანდმასტერებთან თამაშს რომ შევეშვად და მაინც დამაჯერებლად მოუგო ჯერ კიდევ მოქმედ მოჭადრაკეს.20 წელი რომ არ ითამაშო ჭადრაკი კი არა ჯოკერი დაგავიწყდება)))

18:16 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

კასპაროვი დღეს არის ეხლა 59 წლის,(ფიშერი 79-ის იქნებოდა ცოცხალი რომ იყოს,20 წლიანი სხვაობაა მაგათ შორის,1943-იანია ფიშერი,1963-იანი კასპაროვი).ხოდა თითქმის 60 წლისაა კაცი და ნებისმიერ დღევანდელ მოჭადრაკეს დედას მოუხნავს(კარლსენის გარდა) თუნდაც ნახევარ საათიანი პარტიები რომ ეთამაშოს.მაგრამ 5-6 საათიანში წააგებს ბევრთან და ეგაა ასაკის სხვაობის ბრალი.5-6 საათი რომ დააჯინო 60 წლის კასაპაროვი დაფასთან დატოვებს სულს)))მსოფლიოს ჩემპიონის ბედს კი ზუსტად ეგ 5-6 საათიანი პარტიები წყვეტს და ამიტომ აღარ შეუძლიათ მოჭადრაკეებს მსოფლიოს მოგება 50 წლიდან კი არადა დაჟე 40 წლიდან.40 წლის ასაკი(პლუს-მინუს ორი წელი) არის ბოლო გაფართხალება)))

02:41 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

არ მოვსწრებივარ მაგ კაცის ეპოქას მაგრამ მაინც მაგრად მწყდება გული ბოლომდე რომ არ გააკეთა ის რაც შეეძლო.მაგას 1966 69 72 75 78 81 84 ეს მსოფლიოები ყველა უნდა მოეგო.სპასკი და კარპოვი ვერასდროს ვერ გახდებოდნენ ჩემპიონები მაგას რომ არ ეხუშტურა.ნუ მერე კასპაროვი ბებერ ფიშერს მოუგებდა 24 თამაშიანს და 5-6 საათიან მატჩს,ისიც მხოლოდ ახალგაზრდობის გამო და არა იმიტომ რომ მეტი ტვინია

02:38 | 16.09.2022
Kobe Bean (21687)

დღეს კარლსენის რეიტინგი არის 2861 და 1972 წელს ქონდა ფიშერს 2785.დღევანდელი რეიტინგი და 50 წლის წინანდელი იგივეა?დღეს რა ქულებსაც უწერენ მოჭადრაკეებს მოგება-ფრეზე ისეთი შეფასება რომ ყოფილიყო 50 წლის წინ,2785 კი არა 2900-ზე მეტი იქნებოდა ფიშერის რეიტინგი.150 ქულით მეტით მაინც არის საშუალოდ გაზრდილი რეიტინგის 50 წლის წინანდელი და დღევანდელი შეფასება.დღეს პრაიმ ბობის რეიტინგი მინიმუმ 2935 იქნებოდა.ერთადერთი იქნებოდა ფიშერი ვინც ოდესმე გადაცდებოდა 2900-ს რაც არის კიდეც ეხლა მაგნუსას მიზანი

23:16 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=HBBK0IJKNHI')>0?'https://www.youtube.com/watch?v=HBBK0IJKNHI':'https://www.youtube.com/watch?v=HBBK0IJKNHI'))
ტიპი ძაან უსწრებდა თავის ეპოქას.ყველაზე მაგარი საჩემპიონო რანი აქვს ისტორიაში

23:14 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

ოფიციალურ 96-ე მოჭადრაკეს დამაჯერებლად 10-5-ს უგებს 20 წლის უთამაშებელი კაცი.მაგ 96-ე მოჭადრაკეს 10-5-ს ბევრი მოუგებდა მაგ დროს?თვითონ კასპაროვიც მასე მარტივად მოუგებდა რო?10-5 დიდი უპირატესობაა ვინც არ იცით ჭადრაკი იმათ საყურადღებოდ ვამბობ

22:50 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

stripslashes((strlen('http://fidelists.blogspot.com/2008/03/july-1992-fide-rating-list.html')>0?'http://fidelists.blogspot.com/2008/03/july-1992-fide-rating-list.html':'http://fidelists.blogspot.com/2008/03/july-1992-fide-rating-list.html'))
აგერ მაგ რეიტინგი 1992 წლის,აქ მეორეზე ყავთ ფიშერი))))თუმცა მაგაზე სანდო ისაა რაც ქვემოთ ვთქვი,2645 ქულა და მე-12 ადგილი

22:48 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

1972 წელს ქონდა ფიშერს 2785 რეიტინგი და 1992 წელს ზუსტად იგივე ასაკის კასპაროვს(29 წლის) 2790.ვითომ 5 ქულით მეტი ქონდა კასპაროვს მაგრამ 20 წლიანი სხვაობა რამხელაა მაგას თუ დავუკვირდებით მაშინ მივხვდებით რომ ფიშერის 1972 წლის 2785 ქულა გაცილებით ღირებული იყო ვიდრე კასპაროვის 1992 წლის 2790 ქულა.1992 წლის მონაცემებით რომ შეფასებულიყო ფიშერის 1972 წლის დროინდელი 2785 ქულა,2885 ქულაც კი იქნებოდა.წლების გასვლასთან ერთად რეიტინგების შეფასებაც იმატებს ხალხის.ფიშერი 1972 წელს 120 ქულით წინ იყო მეორე მოჭადრაკეზე,კასპაროვი კი 70 ქულით წინ.ზოგი საერთოდ 2780-საც უწერს ფიშერს 1992 წლის მონაცემებით მაგ სპასკითან ნათამაშების შემდეგ და მეორე მოჭადრაკედ ასახელებს,თუმცა უფრო სანდო არის ის რაც ქვემოთ დავწერე,2645 ქულა და მეთორმეტე ადგილი

22:53 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

ფიშერი 1972 წელს 125 ქულით წინ იყო მეორე მოჭადრაკეზე,2785 ქონდა ბობის და მეორე ადგილს 2660 სპასკის.125 ქულით იყო წინ მეორე მოჭადრაკეზე,ეგ არის ძაან დიდი სხვაობა.არც ყოფილა ეგეთი სხვაობა არასდროს მსოფლიოს პირველ და მეორე მოჭადრაკეს შორის თუ არ ჩავთვლით მორფის ეპოქას

22:41 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

30 წლის ფიშერი,30 წლის კასპაროვს ნებისმიერი სტილის პარტიაში შუაზე გახსნიდა და ეჭვიც არ მეპარება მაგაში

22:35 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

ეს საუბარი არის კლასიკურ ჭადრაკზე,ანუ როცა 5-6 საათი თამაშობენ ტიპები და 50 წლის კაცს უკვე უჭირს მაგდენი ხანი თამაში.ასაკის გამო აგებს უკვე 50 წლის კაცი ახალგაზრდასთან და არა იმის გამო ნაკლები ტვინის პატრონია.იღლება მაგ ხნის ადამიანი და დაღლილი ადამიანი შეცდომასაც უშვებს.შესაბამისად სწრაფ ჭადრაკში უფრო მაგარი იყო და 2000 წელს დაამტკიცა შორტთან ეგ ამბავი,ონლაინ ჩეს კლუბში 57 წლის ფიშერმა ბლიცში სასწაულები უკეთა შორტს,8-0 მოუგო რაც დევს კიდეც საიტებზე რვავე თამაშის ანალიზი და შორტს აქვს ნათქვამი რომ 50-ზე მეტი პარტია ვეთამაშე და ყველა მომიგოო

22:36 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

და შორტი მაგ 2000 წელს,ბლიცში კასპაროვს უგებდა)))ნუ კლასიკურში ვერა მაგრამ ბლიცში კი)))ბლიცი არის 5 ჰა მაქსიმუმ 10 წუთიანი პარტია

22:28 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

პროსტო წარმოიდგინეთ,20 წლის უთამაშებელი,50 წლის კაცი გამოდის და მე-12 შედეგს აფიქსირებს მსოფლიოს მასშტაბით.თან ამ 20 წლის მანძილზე ათასი გაფრენა-სიგიჟე,ფსიქოპატობა და ზოგადად არეული ცხოვრება.კასპაროვ-კარპოვზე აქვს ნათქვამი მაგათი თამაშები ჩემი წიგნების მიხედვით მიდიოდაო.ზუსტად იგივე ლაინები,ფაილები,კომბინაციები იყო რაც მე მქონდა ჩემ საჭადრაკო წიგნებში შეტანილიო.დედა როცა გარდამეცვალა ებრაელებმა მომპარეს ეგ წიგნები და როგორღაც კასპაროვ-კარპოვთან მოხვდაო.ორივეს ადანაშაულებდა იმაში რომ ნამუშევრები მოპარეს და ისე თამაშობდნენ))))

22:22 | 15.09.2022
Kobe Bean (21687)

აჰა ანიმ გაიხარა და ამის გამო კი ღირდა დონჩიჩის წაგება))))1992 წელს ფიშერი-სპასკის იუგოსლავიურ რემატჩზე ვიტყვი ორ სიტყვას,აბა კალათბურთზე საუბარის მუღამი აღარ მაქვს ლუკას წაგების შემდეგ)))მოკლედ 1992 წელს ფიშერი 20 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა,1972-ის მსოფლიოს მოგების შემდეგ არ ქონდა ნათამაშები არცერთ ტურნირზე და თან 49 წლის იყო უკვე.55 წლის სპასკი ჯერ კიდევ აქტიური მოჭადრაკე იყო 1992-ში,კიდევ იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და 96-ე მოჭადრაკე იყო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში 2545 ქულით.პირველი კანეშნა კასპაროვი იყო მაგ პერიოდში 2790 ქულით.ფიშერი მაგ დროს არააქტიური იყო და ამიტომ ბუნებრივია რეიტინგიც არ ქონდა.თუმცა მაგ 20 წლიანმა უთამაშებელმა და ურეიტინგო კაცმა,მოუგო ჯერ კიდევ აქტიურ მოჭადრაკეს 10-5(15 ფრე) და როგორც ჭადრაკის ექსპერტებმა და საერთაშორისო გამოცემებმა შეაფასეს ეგ მატჩი,ფიშერის ნათამაშებს მიანიჭეს 2645 ქულა,რაც იმ პერიოდში მე-12 მოჭადრაკეობას ნიშნავდა.ანუ 20 წლიანი უთამაშებელი,თითქმის 50 წლის კაცი იყო მსოფლიოს მე-12 მოჭადრაკე 1992-ში.ახლა წარმოიდგინეთ მაგას რომ გაეგრძელებინა აქტიური თამაში და 20 წელი უთამაშებელი არ ყოფილიყო,მაშინ რა დონეზე იქნებოდა იგივე დროს?ბევრს ჯერავს იმის რომ 50 წლის ფიშერიც ჩემპიონი იქნებოდა თამაში რომ არ შეეწყვიტა.29 წლის მოქმედი ჩემპიონის კასპაროვის რეიტინგი მაგ დროს იყო 2790,ანუ მხოლოდ 145 პუნქტით მეტი 49 წლის ასაკის და 20 წლის უთამაშებელ ფიშერზე.ეს არის გენია

16:44 | 15.09.2022
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

09:51 | 15.09.2022
paradox (504)

ფეხბურთის გამო ნაწილობრივ ვუყურე,მე-2 და მე-4 მეოთხედები ვერ ვნახე,დიდი უნამუსობა უკისრიათ სლოვენებს,დონჩიჩის ტრავმით და ცუდი თამაშით მაგის გამართლება დიდი გულუბრყვილობაა,როგორც თავად უნდოდა ისე ითამაშა,გაოგნებული ვარ მე-3 მეოთხედის მერე როგორ წააგეს!!!გერმანია-საფრანგეთი კი ვთქვი ფინალი და ალბათ მასეც იქნება,მაგრამ მაინც ტიტანების ჯახის ხილვა მსურდა,დიდ კარიერული მინუსი ბაჯბაჯას!

0.070781