საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი თითქმის იმავე სცენარით მოიგო, როგორც მერვედფინალი თურქეთთან.
სანამ იტალიასთან მატჩზე, გავიხსენოთ რა იყო თურქეთთან: თურქეთი საფრანგეთის მატჩის ბოლო წამებამდე ამარცხებდა, როცა ჯედი ოსმანმა ორი საჯარიმო ვერ ჩააგდო, საპასუხოდ ფრანგებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს და თამაში ოვერ-ტაიმში გადაიყვანეს, სადაც დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდათ და გამარჯვება მოიპოვეს.
ასე იყო ახლაც, იტალიის ნაკრებთან. საფრანგეთი უპირატესობას დასაწყისშივე დაეუფლა და მესამე პერიოდის მიწურულამდე იგებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს იტალიის ნაკრები აფეთქდა და საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ გადამწყვეტი პერიოდის წინ 6-ქულიანი უპირატესობით ჯანმარკო პოცეკოს გუნდი დაწინაურდა. „აძური“ ძალიან, ძალიან ახლოს იყო ბოლო პერიოდში ეს უპირატესობა რომ გამოეყენებინა და მოეგო. თამაშის დასრულებამდე 16 წამით ადრე 77:75-ს იგებდა და საჯარიმო ხაზზე გუნდის ლიდერი სიმონე ფონტეკიო იდგა... თუმცა, ფონტეკიომ მოახერხა და ორივე საჯარიმო ააცილა, ფრანგებმა კი საპასუხო შეტევა გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს. მართალია, იტალიას 5 წამი ჰქონდა სა ფონტეკიომ ამჯერად 2-ქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ ისევ ააცილა და თამაში ოვერ-ტაიმში გადავიდა. მოხდა ზუსტად ის, რაც თურქეთთან. დამატებით 5-წუთეულში საფრანგეთის ნაკრებს არანაირი პრობლემა არ შექმნია და საბოლოოდ 93:85 მოიგო.
საფრანგეთის ნაკრებს ტომა უერტელმა ულიდერა, რომლმაც 20 ქულა ჩააგდო და აქედან გარდამტეხი ქულები მეოთხე პერიოდის მიწურულს და ოვერ-ტაიმის დასაწყისში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის გამარჯვება მის კისერზე. 19 ქულა ჰქონდა რუდი გობერს, ევან ფურნიეს 17, გერშონ იაბუსელეს 15. იტალიის ნაკრებში სიმონე ფონტეკიო და მარკო სპისუ იყვნენ საუკეთესოები 21-21 ქულით, ლუიჯი დატოვეს 12 ქულა ჰქონდა, ნიკოლო მელის მხოლოდ 10, აკილე პოლონარას - 9.
საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში სლოვენიისა და პოლონეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
საფრანგეთი - იტალია 93:85 (27:20, 11:11, 18:31, 21:15, 16:8)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლუკა დონჩიჩი:საშინლად ვითამაშე,კონკრეტულად ჩემი ბრალია ეს წაგება.იმედი გავუცრუვე ყველას,მთელს ქვეყანას რომელიც გვგულშემატკივრობდა
ბოდიში მოიხადა და მთლიანად თავის თავზე აიღო წაგება.ღირსეული საქციელია დედაზე ჩივილისგან განსხვავებით)))
დღეს ორიანის ზონაში დალოდება კი არა გადამწყვეტ სროლას ლოგოდან ისვრის ლილარდი
0?'>https://www.youtube.com/watch?v=a-M3x-eZpV8':'>https://www.youtube.com/watch?v=a-M3x-eZpV8'))
ასეთი რაღაც 20 წლის წარმოუდგენელი ჩანდა
ტიპი გადმოცდება ცენტრს და გაუშვებს ეგრევე ტროიკას,მასეთი რაღაც წარმოუდგენელი იყო სტეფამდე.ცენტრიდან კი არა პერიმეტრის ხაზიდან სროლებსაც არ ელოდა ხალხი.იზოლაციის დროს ვაბშე უყურადღებოდ ყავდათ დატოვებული ტიპები პერიმეტრზე და ორიანის ზონიდან ეთამაშებოდნენ დაცვას,ანუ დამცველები ელოდნენ რომ შემტევი ორიანის ზონაში ჩავიდოდა და მერე დაიწყებოდა 1-1-ზე გარჩევა
პლუს კლეიც დაემატა გუნდელად და მაგ ორმა სამიანებით დაცხრილეს მსოფლიო
ტიპმა ლებრონს დააწყებინა ლოგოდან სროლები)))ტრეი იანგებზე და ლილარდებზე აღარ მაქვს საუბარი)))ლებრონი სანამ სტეფი გამოჩნდებოდა ლოგოდან კი არა 5 მეტრიდან არ ისროდა)))სტეფამდე აზრადაც არავის მოდიოდა ისეთი სროლების გაკეთება რისი სროლაც სტეფმა დაიწყო და აყვა მერე ყველა.არარეალური ბურთების სროლა დაიწყო ტიპმა და დააწყებინა სხვებსაც.ცალკე თემაა არის თუ არა მოსაწონი ასეთი კალათბურთი მაგრამ ფაქტია რომ ყველა გადავიდა ეგეთ თამაშზე.სამიანებს უფრო მეტს ისვრიან დღეს ვიდრე ორიანებს.ვინც სწრაფად ამოძრავებს ბურთს და ტვირთავს პერიმეტრს,ძირითადათ იგებს ის
კაროჩე სტეფ კარი არის საოცრება და აღარ უნდა ამას ბევრი მსჯელობა.მაგ კაცმა მთლიანად გადაატრიალა კალათბურთი.ის რასაც დღეს ვხედავთ ზოგადად მსოფლიოსგან მოიტანა სტეფმა და მისმა გოლდენ სტეიტმა.ნუ მაიკლი ლებრონი კობი ლარი მეჯიქი,ეს ხუთი ხო უდიდესები არიან მაგრამ ის რაც გააკეთა სტეფმა,არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.კალათბურთი შეცვალა და ყველას დააწყებინა ისე თამაში როგორც თვითონ თამაშობს.თუ სტეფი კიდევ 1 ბეჭედს მოიგებს თავისი ფინალების მვპ-ით,ჩემთვის ეგ კაცი იქნება ისტორიის ტოპ 5 იგროკში.ანუ კარიერული კუთხით ვგულისხმობ თორემ როგორც მოვლენა შეიძლება N1-იც კი იყოს კალათბურთის ისტორიაში დღესვე.ეს არ ნიშნავს იმას რომ ისტორიაში ყველაზე მაგარი მოთამაშეა,რა სისულელეა,ახლოსაც ვერ მივა მარტო ჯორდანთანაც კი სხვებს რომ შევეშვად,ეს ნიშნავს იმას რომ მასსავით არავის არ შეუცვლია თამაში არასდროს
რა მივიღეთ ამ ევროზე?გერმანია-ესპანეთი და საფრანგეთი-პოლონეთის ნახევარფინალი.ძაან სტრანი ევროა,კაცმა არ იცის ვინ მოიგებს.3 მთავარი ფავორიტიდან(სერბეთი სლოვენია საბერძნეთი) სამივე გავარდა.ყველაზე დამსახურებული გერმანიას მოგება იქნება მაგრამ პროგნოზებისგან თავი უნდა შევიკავოთ,ისეთები ხდება რომ რამის პროგნოზირება წარმოუდგენელიცაა
მაინც სისტემურმა კალათბურთმა აჯობა სუპერსტარებზე აწყობილ გუნდებს.
არც ესპანეთი მომწონს და არც საფრანგეთი, მაგრამ აწყობილი გუნდური სისტემა აქვთ. ეს მათ სტაბილურობას და ბრძოლისუნარიანობას ზრდის.
+++ ნუ იმასაც დავამატებ რომ ფრანგებს მაგრად გაუმართლათ თორემ არ უნდა იყვნენ იქ სადაც არიან.ზედიზედ ორჯერ წაგებული თამაში მოაგებინა იღბალმა
რაო ბაბუჯან, გამოიანისდა ლუკაც ? ))
სამწუხაროდ ეგრეა.ნუ კიდევ გავიმეორებ ტრავმირებული იყო და ბოლომდე ვერ გამოავლინა შესაძლებლობები მაგრამ მაინც უკეთ უნდა ეთამაშა.სხვას რომ შევეშვა ყველაფერს ბევრი უაზრო დაკარგვა გააკეთა რაც არ ეკადრება
დონჩიჩის მთავარი მინუსი არის სროლა.თანამედროვე კალათბურთის კვალობაზე ცუდი პროცენტებით ისვრის საშუალოსაც,სამიანსაც და ჯარიმებსაც.20-30 წლის წინ ეგეთი პროცენტი მისაღები იყო,მაშინ სხვანაირი სტილის თამაში მიდიოდა.უფრო მკაცრი დაცვა მოკლე სივრცეებში ორიანის ზონაში,ფიზიკური კალათბურთი და მაღალი სროლის პროცენტით ბევრი მოთამაშე არც გამოირჩეოდა მაშინ ცენტრების გარდა,დღეს კი თამაში გაცილებით გახსნილია,ამოწეულია დაცვის ხაზი პერიმეტრზე,მეტია სივრცეც და მოთამაშეთა ზუსტი სროლების პროცენტებმაც საგრძნობლად მოიმატა.შესაბამისად დონჩიჩსაც სამუშაო აქვს სროლებზე,უკეთესი შუთერი უნდა გახდეს.საშუალოდ 3 დან 1 სამიანის ჩაგდება არაა კარგი შედეგი დღეს,70 პროცენტიან ჯარიმებზე აღარაფერს ვიტყვი.მოკლედ სროლები უნდა გააუმჯობესოს ლუკამ,მარტო გათამაშება და ტვინით ვერ მოიგებს თამაშებს.თუ ნასროლი ბურთები ვერ ჩააგდო,ისე თამაშებს ვერ მოიგებს
ჩაიჯვა დონჩიჩმაც,ძაან ცუდი თამაში ქონდა.თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას რომ ტრავმით თამაშობდა.ჯერ კიდევ თამაშის წინ იწერებოდა რომ ტრავმირებული იყო და მერეც თამაშის დროს რამდენიმე ეპიზოდში კიდევ მიიღო დაზიანებები,მომენტებში ფეხზე ძლივს დადიოდა.არ იფიქროთ რომ ტრავმით ვამართლებ მის ასეთ ცუდ თამაშს მაგრამ სიმართლე ეგაა.მაინც უკეთ უნდა ეთამაშა და სერიოზული იმედგაცრუებული ვარ
მოუგეს ბაყაყიჭამიებმა მაკარონიჭამიებს,იღბალი ყოველთვის საჭიროა დიდ ფორუმებზე კობა,მაგრამ მარტო იღბლითაც ვერ მოიგებ.ეს საფრანგეთი,რა თქმა უნდა არ არის პარკერის საფრანგეთი,თუმცა ჩემი აზრით მაინც მათი ფინალი ჯობია დონჩიჩის ბაჯბაჯის და ზურგით თამაშის ყურებას.
ფრანგებს იღბალი აქვთ ამ ევროზე ინატროს ნებისმიერმა ადამიანმა.მასე თუ გაგრძელდა მაგათი გამართლება შეიძლება კი მოიგონ ტურნირი