ესპანეთის ნაკრები ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრების ბარიერი დაძლია, რომელსაც 100:90 აჯობა. არადა, ფინეთმა დიდებულად დაიწყო თამაში, პირველი პერიოდი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 9 ქულას იგებდა.
თუმცა, მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრებმა უშეცდომოდ და პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა, რის ხარჯზეც, შეიძლება ითქვას, მეტოქეს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 100:90 სძლია.
ესპანეთის ნაკრებს ვილი ერნანგომესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, მის ძმას, ხუანჩო ერნანგომესს 15 ქულა დაუგროვდა, დარიო ბრიზუელა კი გუნდს 14 ქულით შეეწია. ფინელთაგან ლაური მარკინენი იყო ყველაზე შედეგიანი, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, 18 ქულა ჰქონდა მიკაელ იანტუნენს, ალექსანდერ მადსენს 13, ხოლო სასუ სალინს - 11.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში ზედიზედ მე-11-ედ გავიდა, სადაც საბერძნეთისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ესპანეთი - ფინეთი 100:90 (19:30, 24:22, 30:15, 27:23)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
როგორც მახსოვს-ეგ ჯერ ნაციონალების ბრატი იყო, მერე რომელიღაც სხვა პარტიის, ახლა ქოცი გამხდარა, რამდენზე გადახტება ბოლო-ბოლო?
ასეთები აღარ გვიკვირს ჩემო კარგო ახლაც რამდენი ყვარყარეა მთავრობაში იცი დროშები სხვადასხვა ფერის აქვტ შენახული და რომელიც დაჭირდებათ იმას ააფრიალებენ
წარმატებები ტარიელს...ბავშვობიდან ვიცნობ,რასაც ხელი მოკიდა
ყველგან წარმატებული იყო...
ამ კაცს საფეხბურთო საქმე რომ ესმის საბურთალოში დაამტკიცა. წარმატება ვუსურვოთ.
მომავალ სეზონში საბურთალოს ევროტურნირები და საპრიზო სამეული გარანტირებული აქვს აბა რავა ახალ ყველა მსაჯი თუ ფედერაცია ამ კაცს დაუწყებს პად-ხალიმს
მგონი ოცნების საუკეთესო გადაწყვეტილებააა აქამდე რაც მიიღო საკადრო პონტში
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.
მე მაინც მენანება ეს კაცი ქართული სპორტისთვის, იმიტო რომ საბურთალოსთვის წარმატებით მუშაობდა და ეხლა რა ეშველება საბურთალოს?
ქართულ სპორტს სახელი და გვარი კი არა დიდი დაფინანსება ჭირდება, ამისათვის არსებობს პარლამენტი და პრემიერი, თუ მათ სპორტის განვითარების კანონი არ მიიღეს და არ გამოუყვეს სპორტს დიდი ფული ტარიელ ხეჩიკაშვილი ვერაფერს ვერ გააკეთებს, სპორტი ვერ განვითარდება და ქართულ ფეხბურთს ერთი ჭკვიანი ბიზნესმენი მოაკლდება
ს.კ. საბურთალოს კარგად მიხედა, ვნახოთ მთლიანად სპორტს როგორ მოხედავს.