ფეხბურთი

13:52 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეიჯმა უელსის ნაკრებთან ოთხი წლით გაახანგრძლივა

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობ პეიჯმა, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან ხელშეკრულება ოთხი წლით გაახანგრძლივა - გვამცნობს ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

48 წლის სპეციალისტის ძველ კონტრაქტს ვადა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეწურებოდა. ახლა კი ეროვნულ გუნდს (Cymru) ევრო 2024-სა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც მოამზადებს.

პეიჯმა უელსის მთავარი გუნდი 2020 წელს ჩაიბარა და ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია, 64 წლის შემდეგ „დრაკონები“ კვლავ მოახვედრა მუნდიალზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111409