კალათბურთი

22:07 | 11.09.2022 | ნანახია 2011 - ჯერ

სენსაცია ევრობასკეტზე: იტალიამ სერბეთი დაამარცხა

ევროპის მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები მერვედფინალიდან გავარდა!

სერბებმა იტალიის ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს და 86:94 წააგეს. სერბეთის ნაკრები პირველ პერიოდში უპირატესობას ფლობდა და წინ 8 ქულითაც გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ იტალიელებმა ჩამორჩენის შემცირება მეთოდურად დაიწყეს. მესამე პერიოდში კი „აძურიმ“ ჯერ გათანაბრება, მერე წინ გასვლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში გააძევეს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო, რომელმაც დარბაზი ტირილით დატოვა, თუმცა მისმა გუნდმა გუნდმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

ბოლო მეოთხედის წინ სერბეთი 68:66-ს იგებდა და სწორედ გარდამტეხ მომენტში იტალიის ნაკრებმა შესაშური დაცვა ითამაშა და ანგარიშში 14:2 გაიქცა, რის შედეგადაც 82:70 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ სერბეთმა მეოთხე პერიოდის საწყის 5 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო... სერბეთს იმედი ნიკოლა იოკიჩმა დაუბრუნა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო, თან ჯარიმაც მოიპოვა, რომელიც გამოიყენა და 4-ქულიანი შეტევით სხვაობა შეამცირა (74:82), თუმცა, ფაქტი იყო, გამარჯვებისკენ შემართული იტალია ამ თამაშს ხელიდან არ გაუშვებდა და არც გაუშვა - 94:86. ერთი საინტერესო დეტალიც: დღეს სამივე მერვედფინალური მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 94:86 (ხორვატია-ფინეთი, უკრაინა-პოლონეთი, სერბეთი-იტალია).

იტალიის ნაკრებმა სამქულიანები ისროლა შესანიშნავად და 38-დან 16 ჩააგდო. საუკეთესო მარკო სპისუ იყო, რომელმაც 22 ქულა (9-დან 6 სამქულიანი), 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. „აძურის“ 21 ქულა შესძინა ნიკოლო მელიმ 6 მოხსნასა და 4 პასთან ერთად, სიმონე ფონტეკიოს აქტივში 19 ქულა იყო, ხოლო აკილე პოლონარამ 16 ქულა დააგროვა. სერბეთის ნაკრებში ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც 29 წუთში 32 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, 16 ქულა ჰქონდა ვასილიე მიჩიჩს, 12 ნიკოლა კალინიჩს, მაგრამ სხვა მოთამაშეები 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ.

ამრიგად, იტალიის ნაკრები მეოთხედფინალშია, სადაც 14 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სერბეთი - იტალია 86:94 (28:20, 23:25, 17:21, 18:28)


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:39 | 13.09.2022
Kobe Bean (21687)

კარგია რომ პოლონეთია მეტოქე და იქნებ მაინც მოიგონ ეგ თამაში.ნახევარფინალიდან კი იმედია დაბრუნდება ლუკინო.ბოლომდე გადაწურული იმედი არც პოლონეთთან გამოტოვების არაა ჯერჯერობით

18:35 | 13.09.2022
Kobe Bean (21687)

ზორან დრაგიჩი დაიმტვრა და საერთოდ გამოტოვებს ამ ევროს დარჩენილ ნაწილს.ლუკასაც ტრავმა აქვს და დიდი შანსია პოლონეთთან არ ითამაშოს.დშვც

09:27 | 13.09.2022
zviadi-shxefi (6306)

იმედია რასი ლაურიში გაიცვლება (ჰიტს ალბათ რობინსონის დამატებაც მოუწევს) და ბევრი უნდა ვიცინო სეზონის განმავლობაში

08:59 | 13.09.2022
zviadi-shxefi (6306)

ვეზენკოვს ევროლიგის მერე კინგზი ელაპარაკება

21:39 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

უფრო კარგად რომ ავხსნა ავიღოთ 1990-იანები და დავსვათ კითხვა: 1 ვინ იყო ყველაზე მაგარი მოთამაშე მაგ დეკადაში?რა თქმა უნდა ჯორდანი, 2 ვინ თამაშობდა ყველაზე სანახაობრივ თამაშს მაგ დეკადაში?პასუხი აქაც ჯორდანია.ახლა 2000-იანებზე ვთქვათ იგივე,ვინ იყო ყველაზე მაგარი მოთამაშე 2000-იანებში?კობი.ვინ თამაშობდა ყველაზე სანახაობრივ თამაშს 2000-ანებში?აქაც კობი.იგიცე ვთქვათ 2010-იანებზე,ვინ იყო ყველაზე მაგარი მოთამაშე 2010-იანებში?რა თქმა უნდა ლებრონი.ვინ იყო ყველაზე სანახაობრივი ამ დეკადაში?აქ ორი პასუხია,ან სტეფი ან კეიდი,უფრო მაინც სტეფი.ესაა სხვაობა ჯორდანს კობის და ლებრონს შორის

20:50 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

ლებრონს მის ეპოქაში სანახაობის კუთხით სტეფიც ჯობდა და დურანტიც.კაირის არ ვახსენებ იმის გამო არასტაბილურია თორემ კაირის თუ წაუვიდა თამაში მაგის დონის სანახაობას ვერავინ ვერ დადგამს დღეს.თუმცა როგორც ზოგადად საუკეთესო მოთამაშე ვერც სტეფი მივა ლებრონთან და ვერც დურანტი

20:43 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

რეალურად მხოლოდ ჯორდანმა და კობიმ შეძლეს ის რომ თავის ეპოქაში ყოფილიყვნენ საუკეთესო მოთამაშეები და ასევე საუკეთესო სანახაობრივი ტიპები.ლებრონი თავის ეპოქაში ყველაზე მაგარი მოთამაშე იყო მაგრამ სანახაობით ჯობდა სხვები

20:46 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

ლებრონის მსგავსია დონჩიჩიც მაგ მხრივ,ანუ თავის ეპოქაში საუკეთესო მოთამაშე იქნება ლუკაც მაგრამ სანახაობის კუთხით აჯობებენ სხვები

20:37 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

მოთამაშეებიდანაც ბევრის თამაში მომწონს და გამოკვეთილად ერთს ვერ ვიტყვი ლუკას გარდა.ლუკა თამაშის დონით ჩემთვის N1 იგროკია დღეს,თუმცა სანახაობრივი კუთხით ჯობიან სხვები,იგივე სტეფი კაირი კეიდი და თუნდაც ტატუმი რომელთა თამაშებსაც ასევე სიამოვნებით ვუყურებ.მომწონს ლილარდის თამაშის ყურებაც,კავაის,ბუკერის,პოლის,ლავინის,ჯას,ინგრამის,კლეის.იანისს რაც შეეხება არ მომწონს მაგის თამაშის სტილი(არც იოკიჩის) თუმცა რა თქმა უნდა დიდი მოთამაშეა და აღარაა ისე ხელწამოსაკრავი როგორიც რეალურად წლების წინ იყო,მიუხედავად იმისა რომ პიარი დიდი ქონდა მაშინაც.დღესაც დიდი პიარი აქვს და რეალურად დღესაც არაა ისეთი როგორც პიარდება,თუმცა დღეს მართლა დონეც არის უკვე და მართლა იტყვი რომ სერიოზული იგროკია.ერთადერთი მოთამაშე რომელიც ჩემ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა თამაშის დონითაც და სანახაობითაც,ანუ ორივე მაგ მხრივ საუკეთესო რომ იყო არის მხოლოდ კობი ბრაიანტი.ლუკა თამაშის დონით ყველას მირჩევნია და ვთვლი რომ დღეს საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში მაგრამ სანახაობით სხვები ჯობიან.პრაიმ კობის კი ვერც დონით შევადარებ ვერავის და ვერც სანახაობით ჯორდანის გარდა

20:08 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

paradox
მეკაიფები?)))ექსპერტობის რა მოგახსენო მაგრამ მიყვარს კალათბურთი,განსაკუთრებით კი ნბა.ქომაგობას რაც შეეხება,ბოსტონის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ,უარესი არც მეტი არც ნაკლები ლეიკერსის ქომაგი ვიყავი 2016 წლამდე)))ავატარიდან გამომდინარე მიხვდები ვის გამოც)))დღეს რამდენიმე გუნდის მიმართ მაქვს სიმპათიები და მათ შორისაა ბოსტონიც.კონკრეტულ გუნდს კი გამოკვეთილად არცერთს აღარ ვქომაგობ დღეს,ვინც კარგ კალათბურთს თამაშობს ყველა გუნდი ერთნაირია ჩემთვის.ბოსტონი კი ნამდვილად კარგ კალათბურთს თამაშობს,კარგი თაობა ყავს და მომავალში მეტი შეუძლიათ რომ გააკეთონ ვიდრე ეხლა აკეთებენ.თან ტატუმიც ცოტათი წააგავს კობის თამაშის სტილით.ამ ლეიკერსს ეს ბოსტონი ბევრად მირჩევნია.ასევე ლუკას გამო დალასიც მევასება და გოლდენიც რთულია რომ არ დაგევასოს,მაგარი გუნდური სისტემაა პლუს სტეფ-კლეის დუეტიც ცალკე თემაა.ისტში ბოსტონი ყველას მირჩევნია,მერე ჩიკაგო ლავინის გამო,ვესტში კი დალასი(ლუკა) პელიკანსი(ინგრამ-ზაიონი) და გოლდენია(სტეფ-კლეი) ჩემი ფავორიტები.მომწონს ფინიქსიც პოლი-ბუკერის გამო,ჯას გამო მემფისი,კავაის გამო კლიპერსი,კაირი-კეიდის გამო ბრუკლინიც,ლილარდიც მევასება და ასე შემდეგ მაგრამ ყველას ვერ ვუქომაგებ)))ერთი გუნდი რომ ვთქვა ორივე კონფერენციიდან აღმოსავლეთიდან ბოსტონს ვიტყვი და დასავლეთიდან კი დონჩიჩს.არაფერი შემშლია დონჩიჩი რომ ვთქვი გუნდად,ეგ მართლა გუნდია თვითონ)))

17:35 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

მარკანენი ძვირი სიამოვნება იქნება ბოსტონისთვის,დიდი ალბათობით დაბალ ხელფასიანს ეძებს ვიღაცას სტივენსი.მე იმ ბულგარელს ვურჩევდი და პლეიოფებზე დასწრებას ვეზენკოვის თბილისური 5 თამაში რომ ნახოს ეგ ერჩივნოს,ტატუმს იდეალურად დაასვენებს 10-15 წუთით რეგულარულში.ნუ პლეიოფში ბუნებრივია შემცირდება ბულგარელის დრო.ზუსტად ტატუმის პოზიციაა ტიპი,ანუ 3-4 ნომერს თამაშობს ორივეს და ტატუმის დამსვენებელი ჭირდება ბოსტონს.რეალურად არავინ არ ყავს ისეთი ვინც ჯეისონას დაასვენებს,გალინარი ბებერია უკვე.სმარტი ბრაუნი ვაითი ბროგდონის უკანა ხაზს არ უნდა შეეხოს,მშვენივრად დაკომპლექტებულია.დაჟე პიტჩარდია მოსაშორებელი,ზედმეტია უკვე მასეთ ხალხში,ტყუილად წაართმევს დროს ოთხივეს.გალინარი-პიტჩარდი გასაცვლელია ორივე ვინმე კარგ იგროკში,სასურველია 4 ან 5 ნომერი მაგ ორის სანაცვლოდ.მოკლედ ვეზენკოვი და გალინარ-პიტჩრდის კარგ მაღალში გაცვლა ბოსტონს დახატავს.სასტარტო სმარტი ბრაუნი ტატუმი ჰორფორდი რობერტა,სკამიდან ვაითი ბროგდონი ვეზენკოვი გრანტი და გალინარ-პიტჩარდში მიღებული მაღალი

18:43 | 12.09.2022
paradox (504)

ეს რა მაგარი ექსპერტი ყოფილა,რამდენიმე დღეა ვეცნობი კომენტარებს და საღოლ,კარგად მსჯელობ.მაგარია ბოსტონი რომ გევასება,მეც მაგ გუნდის ფანი ვარ ბავშვობიდან.დაჟე ლარი ბერდის და კევინ მაკჰეილის დროიდან მახსოვს,ჩვენთან ჩვენება რომ დაიწყეს.

17:42 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

მარკანენს არავინ მიცემს გალინარ-პიტჩარდში თორემ მარკანენი-ვეზენკოვის დამატება იდეალური იქნებოდა კელტებისთვის.სასტარტო სმარტი ბრაუნი ტატუმი ჰორფორდი რობერტა,სკამიდან ვაითი ბროგდონი ვეზენკოვი გრანტი მარკანენი.დაჟე გრანტიც დაუმატოს იუტას პიტჩარდ-გალინარიში მარკანენის სანაცვლოდ,სკამიდან ვაითი ბროგდონი ვეზენკოვი მარკანენიც საკმარისი იქნება))))მაგრამ აბსურდია ეგ ამბები,მარკანენს მასე ხურდაში არავინ დაკარგავს და არც ვეზენკოვს წაიყვანს სტივენსი)))პროსტო სურვილი დავწერე

16:38 | 12.09.2022
zviadi-shxefi (6306)

იუტა ალბათ გაცვლის ლაურის რადგანაც მაგ პოზიციაზე დრაფტზე აიყვანა იტალიელი ფონტეკიო, რომელიც ძალიან მაგარი კალათბურთელია

16:36 | 12.09.2022
zviadi-shxefi (6306)

თამაში წააგო პეშიჩმა და არა იოკიჩმა. სერბეთი გაიჭრებოდა წინ და ეგრევე სკამზე სვამდა იოკიჩს სანამ არ წამოეწეოდნენ ან არ გაასწრებდნენ იტალიელები. მთლად გამოპეკერმანდა პეშიჩი.

ერ ვიცი სტივენსი ვის აკვირდება მარა ლაურიზე უკეთესს ვერავის ნახავს ამ ბასკეტზე სელტიკსში წასაყვანს. არც არავინ ყავთ ვაიტის გარდა ვინმე რომ გაცვალონ და ეინჯმა არამგონია გაუშვას სელტიქსში, თუ გაუშვებს 2 პირველი რაუნდის პიკს მაინც მოითხოვს

11:43 | 12.09.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ვაა, ერᲗმორწმუნე სერბები მოუᲭიმიაᲗ მაკარონიᲭამიებს

00:42 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

94-88 მორჩა,ცოტა დააკლდათ 94-86-ზე)))

00:39 | 12.09.2022
Kobe Bean (21687)

მეორე ტაიმი მაგრად ითამაშა,თუმცა არა უშავს,მიხედავს ლუკა თუ მივიდა იქამდე)))

23:34 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

დონჩიჩი კი ყველანაირი ტიპის კალათბურთის კაცია.ევროპაში გავლილი სუპერ სკოლა და ასევე ამერიკასაც დაანახა რომ მაგათი კალათბურთიც მზეზე კიდია.ტიპმა პირიქით ის თქვა,ამერიკული კალათბურთი გაცილებით მარტივი სათამაშოა ვიდრე ევროპულიო და მართალიც რომ თქვა იგივე იანისის მაგალითზე ჩანს წლების მანძილზე ეგ ამბავი

23:32 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

ვეღარ ვითმენ და ახლავე გეტყვით იანის-ლუკას შორის სხვაობას)))როგორც არ უნდა მორჩეს ეს თამაში და რაც არ უნდა ითამაშოს მეორე ტაიმში მაინც)))გარდა იმისა რომ დონჩიჩი იანისზე ისედაც უფრო მაგარი მოთამაშეა,ასევე სათქმელია ისიც რომ იანისი არის სუფთა ამერიკული კალათბურთის კაცი,ევროპული კალათბურთის არაფერი გაეგება მაგას.ფიბას ტურნირებზე(ანუ სანაკრებოებზე) კი მიდის ევროპული ყაიდის კალათბურთი,ამიტომ იჯვამს იანისი ნაკრებში იქნება ევრო,მსოფლიო თუ ოლიმპიადა.

23:26 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

პირველ ტაიმში არაფერი არ გაუკეთებია იანისს,მეორეშიც თუ ასე გააგრძელა ლუკას არ შემიდაროთ.მერე აგიხსნით რატომ თუ ეს თამაში ჩააგდო

23:28 | 11.09.2022
Bachana705 (373)

ეგ იანისი იყო პირველ ტაიმში?.. მე მაკფადენი მეგონა.

16:30 | 12.09.2022
zviadi-shxefi (6306)

))))))))))) კარგი იყო

23:34 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

)))))))))

23:00 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

იანისის გარეშეც კარგი გუნდი ყავთ ბერძნებს,კალატესი სლუკასი პაპანიკოლაუ დორსი,ეს ხალხი ევროპულ დონეზე არ არიან სახუმარო.არ ვიძახი იმას რომ იანისის გარეშე მოიგებენ ამ ევროსთქო(იანისთან ერთადაც ან მოიგებენ და ან არა) მაგრამ იანისს გუნდი არ ყავსო მაგის თქმა არის სისულელე

22:50 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

ბერძნებმა მაგარი ლეგიონერი გაჩითეს იანისის სახით)))თან ისე რომ არ ითვლება ლეგიონერად)))

22:47 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

გერმანიას კიდევ აკლია ნბა-ს რამდენიმე მოთამაშე თორემ უკეთესი გუნდი იქნებოდა.იგივე კლებერი ჰარტენშტეინი მეორე ვაგნერი და ბონგა

22:30 | 11.09.2022
KoRBeN DaLLaS (24844)

რა ხდება, ერთნაირი ანგარიშების ფესტივალია ევრობასკეტზე ? ))
წარმოუდგენელი დამთხვევაა. თან გავითვალისწინოთ რომ მეოთხე თამაშიცაა დღეს

22:22 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

უფრო მარტივად რომ ვთქვა იოკიჩი მიუხედავად იმისა რომ გენიალური მოთამაშეა მაინც არაა თუნდაც იანისის დონე,აღარაფერს ვიტყვი დონჩიჩზე რომელიც მართლა ლიჩნად იგებს თამაშებს

22:18 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

იოკიჩი ხო მართლა გენიალური მოთამაშეა,ტიპი მართლა პირველია ვინც ცენტრის პოზიციიდან ათამაშებს გუნდს,ფოინთ ცენტრი შემოიღო კალათბურთში მაგრამ პირადად თამაშების მომგები ტიპი მაინც არაა.გუნდური იგროკია რა რომელსაც გუნდელები თუ აუბამენ მხარს მოიგებენ,თუ ვერ აუბემენ და თვითონ იოკიჩმა რომ პირადად გადაწყვიტოს კონკრეტული მატჩის ბედი ძაან იშვიათად

22:14 | 11.09.2022
Kobe Bean (21687)

ოო ეს მართლა ყველაზე დიდი სენსაციაა ამ ევროზე რასაც ალბათ არავინ ელოდა.ჯგუფურ ეტაპზე გრანდების სუსტებთან წაგებები არაფერია ამასთან.ყველაზე საკიაფო ისაა რომ დღეს სამივე თამაში 94-86 დამთავრდა

0.171351
2011