ბელგიის ნაკრებმა საქართველოს მერვედფინალში გასასვლელად ხელი გაუმართა. საქმე ისაა, რომ თუ ბელგია ბულგარეთთან წააგებდა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად მონტენეგროსთან მოგებაც არ ეყოფოდა, ამიტომაც, ბელგიის თამაშის შედეგს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
თავის მხრივ, ბელგიასაც დიდი მოტივაცია გააჩნდა იმ კუთხით, რომ მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავიდოდა, მარცხის შემთხვევაში კი - პლეი-ოფს მიღმა დარჩებოდა.
დარიო ჯერჯიას გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და პირველივე ტაიმში მოიპოვა 11-ქულიანი უპირატესობა და დიდ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. თუმცა, ბულგარეთმა მესამე პერიოდი დიდებულად დაიწყო და ეს ჩამორჩენა გააბათილა. ორჯერ ანგარიში თანაბარიც იყო, თუმცა გარდამტეხ მომენტში ბელგიამ გაქცევა ისევ მოაწყო და 89:80 მოიგო.
ბელგიის ნაკრებში 26 ქულით რეტინ ობასოანი გამოიჩინა, 20 ქულა ჰქონდა ემანუელ ლაკომტს, 13 მაქსიმ დე ზეუვს. ბულგარეთის ნაკრებში ტრადიციულად საშა ვეზენკოვი იყო საუკეთესო, რომელმაც 26 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო დი ბოსტი გუნდს 18 ქულით შეეწია. სხვათა შორის, ბოსტმა საქართველოსთან 13-დან 9 სამქულიანი ჩააგდო, დღეს კი 12-დან მხოლოდ 3 სამიანი ჩააგდო...
შედეგად, ბელგიის ნაკრები 3 გამარჯვებით და 2 მარცხით მერვედფინალში გავიდა, ხოლო ბულგარეთი 1 მოგებით და 4 მარცხით ჯგუფში ჩარჩა.
ბულგარეთი - ბელგია 80:89 (19:20, 11:21, 30:25, 20:23)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ ზუროსს ჯინᲭარაᲫე რატომ არ Შემოყავს? ამის მწვრᲗნელობას Შვცი
საერᲗოდ რა იცის ამ სანაᲫემ ვინმე ამიხსნის? კაცი ამდენ სისულელეს აკეᲗებდეს მოედანზე არ ვიცი რა
იმ Თურქის დდᲨვეცი ამ სანაᲫეს რონ ფეხი არ მოტეხა მაგიტომ! ხომ დავისვენებდიᲗ!
დაგვაგლიჯეს ნერვები
არც დაბალი კლასი აქვᲗ Ჩვენებს და არც მოუმზადებლები არიან!
ესენი არიან უპასუხისმგებლოებიიი! რამდენჯერ ვერ Ჩააგდეს ცარიელ ფარᲨი?
ყველაზე მეტად ამ გუნდᲨი ვაფასებ ჯინᲭარაᲫეს! იმიტომ რომ ყველა ბურᲗს უფრᲗხილდება და მაქსიმუმს ცდილობს
ისეთი თამაშით, რაც ჩვენებს აქამდე ჰქონდათ ამ ჩემპიონატზე, ეჭვი მეპარება მონტენეგროსთან ეს შანსი გამოიყენონ, იმედია ვცდები. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა ევროპის ჩემპიონატს, არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფში.
ისეთი კატასტროფული დაცვით რაც ბულგარეთთან გვქონდა, მონტენეგრო მეტ სამიანს ჩავგვიგდებს, რადგან ბალკანელები სამიანებით მუდამ გამოირჩევიან, ამიტომ საჭიროა სრული კონცენტრაცია დაცვაში, გააზრებული შეტევები და არა ბურთის კვახური სროლები.