საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთთან გამარჯვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე დადებითი მუხტი ვერ შეინარჩუნა და მეოთხე ტურში ბულგარეთის ნაკრებთან წააგო, რომელსაც ამ ტურამდე თამაში მოგებული არ ჰქონდა.
ილიას ზუროსის გუნდს გოგა ბითაძე დაუბრუნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა ამ ტურნირზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში აჩვენეს, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ მთავარი მიზეზი მარცხისა მაინც სამქულიანები იყო. რატომ? საქართველოს ნაკრებმა 35-დან მხოლოდ 8 სამქულიანი ჩააგდო (23%), ხოლო ბულგარეთმა 38-დან 19 (50%). რა თქმა უნდა, ეს დიდი სხვაობაა და აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ იმ სამქულიანებზე, რომელიც ბულგარელებმა ვერ გამოიყენეს, ჩვენს ფარზე ბურთს ისევ სტუმრები ხსნიდნენ. ცხადია, დაცვაში ასეთი თამაშით ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვერ მოიგებ.
მოედანზე რეალურად დაძაბული ვითარება არ ყოფილა. პირველი პერიოდი საქართველომ 4 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ ბულგარეთის ნაკრების შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი გამოდგა.
33 ქულა ჩააგდო დი ბოსტმა, რომელმაც 13-დან 9 სამქულიანი მოათავსა კალათში, არადა ბულგარელთა ნატურალიზებული ამერიკელი ამ ევრობასკეტზე მანამდე საშუალოდ მხოლოდ 6 ქულას აგროვებდა... ისევ დიდებული იყო ალეკსანდარ ვეზენკოვი, რომელმაც 28 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. უქმად არც პავლინ ივანოვი ყოფილა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, ბულგარელთა მხრიდან ქულები მხოლოდ ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა. ხსენებული სამეულის გარდა ჩავდარ კოსტოვმა (5) და ანდრეი ივანოვმა (7).
საქართველოს ნაკრებში გოგა ბითაძე იყო საუკეთესო 21 ქულით და 6 მოხსნით, სანდრო მამუკელაშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, თად მაკფადენმა 19 ქულა შესძინა გუნდს. 10-10 ქულა დააგროვეს დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა, 7 რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო სხვა მოთამაშეებმა თამაში უქულოდ დაასრულეს. სხვათა შორის, საქართველომ პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ დანარჩენი სამი მეოთხედი წააგო.
ამრიგად, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. A ჯგუფს თურქეთი და ესპანეთი 3-3 მოგებით (1-1 წაგება) ლიდერობენ და ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან. მონტენეგროსა და ბელგიას 2-2 მოგება/წაგება აქვთ, ხოლო საქართველოსა და ბულგარეთს 1-1 მოგება და 3-3 წაგება. ისიც ვთქვათ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსს ყველა გუნდი ინარჩუნებს, მათ შორის, ბულგარეთიც (ბელგიას შეხვდება), ხოლო საქართველოს მეტოქე მონტენეგრო იქნება. ილიას ზუროსის გუნდი თუ მოიგებს, მონტენეგროს ნამდვილად აჯობებს, მაგრამ პარალელურად ბულგარეთმა ბელგია არ უნდა დაამარცხოს...
საქართველო - ბულგარეთი 80:92 (18:14, 20:25, 19:27, 23:26)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამარცხვინო თამაში, არანაირი კლასი, ტექნიკა და არც ბრძოლის ჟინი. ამაზრზენი იყო ბოლო წუთებზე, როცა თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო კადრში მოხვდა ჩვენი სათადარიგო სკამი და რამოდენიმე მოთამაშე მშვენიერ განწყობაზე, სიცილით რაღაცას ერთმანეთში განიხილავდნენ.. კარგი, თამაში არ იცი, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში სათანადო განწყობა მაინც ხომ უნდა გქონდეს..
+
დანაკლისი ყველას აქვს მაგრამ ასე სამარცხვინოდ არავინ არ თამაშობს
ყველაზე დამცინავი ირონიული ცინიკური იყო ზუროს განცხადება თამაშის მერე რო გახურების დროს მივხვდი რომ ისევ თურქეთთან მოგებაზე ფიქრობდნენ და ვერ მოიგებდნენ დღესო. აი შენი მკდარი და ცოცხალი მოვ****ნ მე ამ რაღაცის თქმისთვის
ჯერ გუნდი კომბინაციას ვერ ათამაშებს და ერთადერთი გამოსავალი რჩება იზოლაცია სადაც მაკფადენმა უნდა გადააგდოს უდაბლეს პროცენტიანი სამიანი ან მეორე ცუდ სიტუაციაში ჩავიდეს ბურთი მაღალზე ის დადგეს პოსტში, ამ დროს პერიმეტრზე ნულოვანი მოძრაობა და საბოლოოდ დამზღვევი როცა გადმოვა პასიც კი არ კეთდება პერიმეტრზე ამიტომ ისევ იმ მაღალმა უნდა შეუტიოს 1-2-ზე რაც მიუხედავად მაღლების კარგი თამაშისა ცუდი ვარიანტია
ტაქტიკურად (1) ამ გუნდს არ ეტყობა მწრთნელის ხელი, არანაირი ბურთის მოძრაობა და ნულოვანი სფეისინგი, მარტო ცუდი შუთერების ბრალი არაა მარა მარტივად აწმინდავს ეს კაცი ხელს სხვებს
სიღრმე არ გვაქ ვიცით მარა მოსამზადებელზე 7 თამაში წავაგეთ და იქაც კი 8-9 კაცზე გადადიოდა ძირითადი წუთები, ანუ აგებ მოსამზადებელია და მაინც არ ცდი ხალხს ბოლომდე რამაც მეორე მხრივ კიდე უფრო მეტად დატვირთა ძირითადის ხალხი. ანუ ფიზკურადაც გამოფიტა (2)
ამ ყველაფერს ვერ აკეთებ და დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს, ფსიქოლოგიურ მზაობას (3). ანუ არც ტაქტიკურად გამოგდის არაფერი, არც კარგად დაგეგმე მოსამზადებელი რო მაგარ ფიზიკურ ფორმაში შეხვდე ტურნირს და ამის მერე ამბობ რო ფსიქოლოგიურადაც არ ვარგიხარ და ვერ იმუშავე კარგად.
ისე ილაპარაკა გუშინ კითხვა გამიჩნდა - კაი ესენი ეიფორიაში ჩავარდნენ თურქეთთან მოგების მერე და ძაან ცუდია მათთვის არაპროფესიონალები არიან მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვის ევალებოდა მათი ციდან დაშვება და წნეხის მოხსნა? ვერცერთ კომპონენტში ტიპი მინიმალურ დონეს ვერ აკმაყოფილებს, ძველი ყაიდის მწვრთნელია რომელმაც თანამედროვე კალათბურთს ფეხი ვერ აუწყო და არაფერი გამოსდის
ასე იყო 2017-ში როცა კოკოშკოვის მომზადებული გუნდი დახვდა წავიდა აკროპოლისის თასზე და კი ამხანაგურია მაგრამ დაგლიჯეს ბიჭება საბერძნეთი და სერბეთი თან ზაზას გარეშე, მერე ზაზაც დაემატათ და ევრობასკეტის პირველ ტურში ლიტვასაც ჩაუდეს
და აი ეს გუნდი ჩარჩა ჯგუფში
:/
წარმოიდგინეთ გუნდი უგებს საბერძნეთს სერბეთს და ლიტვას და... რჩება ქვეჯგუფში. დარწმუნებული ვარ იმ გუნდს კოკოშკოვის ინერცია მოყვებოდა და როცა ამ ხისთავა პალეოლითის დროის ტრენერმა ხელი დაატყო კი მოეტ**8ა დედა იმ გუნდსაც
რასაც ამ 2 ევრობასკეტის შუაში მივაღწიეთ ზუროსის ხელში იყოს და არის იმ კონფლიქტის დამსახურება რაც ერთმანეთში აქვს ფიბას ევროლიგას და ნბა-ს. ადრე სანაკრებო თამაშები მარტო იმათი საკლუბო სეზონის ბოლოს იყო და ახლა შუა სეზონშიც გაჩნდა სანაკრებო ფანჯრები სადაც არც ევროლიგა უშვებს ხალხს და არც მით უმეტეს ნბა, ამ დროს ბევრი გუნდი დასუსტდა და ჩვენც მაგრამ ჩვენთან ვინც იყო მთავარი გამწევი ძალა - შენგელია - ყველგან იმ პირობით მიდიოდა რო კონტრაქტში აწერინებდა ნაკრებში გაშვებას ამის გამო ამ ჩობანის ***ობები გადაფარა თოკოს აქ ყოფნამ და ხშირად მეტოქეების სისუსტემაც მარა როგორც კი სერიოზულ წინაღობას შეხვდა უბრალოდ გავფარჩაკდით.
არ ვამბობ რომ ყველაზე ნიჭიერი გუნდი გვყავს.
არ ვამბობ რომ ყველაზე მაგარი შუთერები გვყავს და ეს "არ ასროლინებს"
უბრალოდ მინდა ჩემს გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდეს
და ზუროსის ხელში რა რა და მწვრთნელის ხელი ნაღდად არ ეტყობა ნაკრებს
რაღაც ჯგროსავეთ არიან აბსოლიტურად უსისტემო არაორგანიზებული ხროვასავეთ ეს კიდე გვერდით დახტის ნერვიულობს და კაი ტიპია რა ემოციურია!
რეგრესი ქართულ კალათბურთში თვალში საცემია, ამ დონით მსოფლიოზე და ევროპაზე არაფერი გვესაქმება, ანუ ქართული კალათბურთი დღეს-დღეობით აღარ არსებობს, ჩვენი ვალია თაღლითები ჩამოვაცილოთ სპორტს, თუ კი ზუროსს მთლიანად მწვრთნელთა საბჭოს სინდისის ნატამალი მაინც შერჩენია უნდა გადადგნენ, ბიჭებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ასეთი შეურაცხოფისათვის და უმრავლესობამ ნაკრებში გამოსვლა შეწყვიტონ, თუ კაცობა მაინც შერჩენიათ თუ არა კალათბურთელებაც, რომ არ ვარგიან მათმა ნაკრებში გამოსვლამ დაამტკიცა.
მომავალში უნდა შეიქმნას ახალი ნაკრები, ნიჭიერი ახალგაზრდების ბაზაზე.
თანამედროვე კალათბურთელმა უ.ყ. მთავარია იცოდეს სროლა და შემდეგ მოდის დანარჩენი.
ჩვენი ნაკრებიდან ვერ დამისახელებთ კალათბურთელს, რომელსაც 3 ქულიანის მაღალ დონეზე ჩაგდება შეუძლია, ამ კომპონენტში ვინმეს დაჩაგვრა შეგვეძლოს.
ამაზე სუსტი გუნდი საქართველოს არასდროს არ ჰყოლია, უბრალოდ ე.წ. კალათბურთელებმა სროლა არ იციან, ის განცხადება, რომ ზუროსი კარგი მწვრთნელია, ყოველგვარ აზრს მოკლებულია, მას არა ნაირი გეგმა არ ჰქონია, შენგელიაც, რომ ყოფილიყო დაახლოებით იგივე შედეგი გვექნებოდა, დღევანდელი ნაკრები გახლავთ უთავმოყვარეო დაბალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ხროვა, რომელსაც სათავეში უდგას ასეთივე დონისა და განათლების მწვრთნელთა საბჭო და არა პატრიოტი ფედერაცია.
დაახლოებით 3 ათეული წლით ჩამოვრჩებით ევროპას, თუ გვინდა კალათბურთის განვითარება, მას სათავეში უნდა ჩაუდგეს ფაჩულიას ნაირი ადამიანები და არა თაღლითი ზუროსის ნაირი მწვრთნელები.
დარბაზში ვინც მივიდა ერთი პოზიტიური შედეგი შეიძლება ქონდეს- მეტად შერცხვეს 1.ფედერაციას 2. კალათბურთელებს 3 მთელ სამწვრთნელო შემადგენლობას..
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,ესპანეთი და თურქეთი მაინც ერთმანეთში გაითამაშებენ პირველ ადგილს!ასეთი შედეგები რაც გუნდების რაოდენობა გაიზარდა ყოველ ევრობასკეტზე არის.აი,როცა 16 გუნდიან ევროზე მოვხვდებით რეგულარულად მაშინ გვეყოლება მართლა მაგარი გუნდი,თორემ გაზარდონ 32-მდე და ამაზე ბანძი გუნდითაც მოვხვდებით!!!
ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის ზრდა არათუ ზრდის ტურნირის ხარისხს,პირიქით მკვეთრად ეცემა დონე!აბა იყოს 16 გუნდიანი ჩემპიონატი!!!იგივეა ფეხბურთშიც,რა უბედურებაა,ბარემ ათამაშონ მთელი ევროპა და ეგ არი!რაც შეეხება თურქეთთან მოგებას,ვეთანხმები კლავიატურის ლომს,ჩვენ ისე მოვუგეთ თურქეთს,როგორც უკრაინამ მოგვიგო ჩვენ,ბელგიის მოგება ესპანეთთან კიდე მთლად დაუჯერებელია!!!
ესპანეთი პირველზე რომ გავიდეს წარმოიდგინეთ ლიტვა შეიძლება შეხვდეს მერვედფინალშივე.საბერძნეთი გავა პირველზე და შეხვდება ან ისრაელი,ან ფინეთი,ან ჩეხეთი.ხედავთ სხვაობას?
ჩემპიონატის 3 ფავორიტი და პლუს მთავარი მასპინძელი გერმანია რომელიც ასევე კარგად თამაშობს მოახვედრეს ერთ ჯგუფში.დანარჩენი ჯგუფები სასაცილოები არიან B ჯგუფთან.მაგალითად სერბეთი მოხვდა სრულ სამზევეთში.არც ბერძნები მოხვედრილან სუპერ ჯგუფში.ყველაზე ცუდი ჩვენი ჯგუფისთვისაა ეგ რადგან მერვედფინალში ჩვენ ჯგუფზე გამოდიან მაგ B ჯგუფის გუნდები
აი ჩვენ რომ მართლა ახლა იმ B ჯგუფში მოვხედრილიყავით სადაც სლოვენია საფრანგეთი გერმანია ლიტვა ბოსნია არიან,რა დღეში ვიქნებოდით ეხლა ეგ წარმოიდგინეთ.ყველა თამაშში გადაგვივლიდნენ.მერვედფინალში ჩვენ ჯგუგზე გამოდიან ეგენი და მაქსიმუმ ესპანეთმა გაიაროს იმათი მეოთხეადგილოსანი რომელიც დიდი ალბათობით ლიტვა იქნება და ან გაივლის მაგ ლიტვას და ან არა ეგ ესპანეთიც.ჯერ თურქეთს მოუგოს მაგ ესპანეთმა კიდევ და მოიგოს ჩვენი ჯგუფი
მონტენეგროს ვუჩევიჩი აკლია და ეგეც იძლევა მცირე იმედს.თან რაც ვნახე მაგ გუნდის თამაშები დაუმარცხებელი ნაღდად არაა.პროსტო ჩვენ ვართ მართლა ძაან სუსტები რა მწვრთნელიან მოთამაშეებიანა.შენგელიას დანაკლისი დიდია მაგრამ ასე ცუდად მაინც არ უნდა ვთამაშობდეთ
მწარე რეალობამ ცუდ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ვინც გააზრებით გულშემატკივრობს და ცაში ფრთებშემოცლილი არ დაფრინავს ალბად დამეთანხმება, ჩემპიონატის 23 ე ნაკრებმა მოუგო 24 ეს, ჩვენი აუტსაიდერობა წინასწარ იკითხებოდა, თურქეთმა თავად ,,მოინდომა" და წააგო. თოკოს ყოფნაც ცოტად თუ შეცვლიდა განაჩენს. სადამ არ ვისწავლით მოვლენების სწორედ შეფასებას და სახელების დარქმევას, სადამ გმირებად ჩავთვლით 20 სროლიდან 5 ჩამგდებს, ეგოისტურად და ავანტურისტულად მოთამაშეს მხოლოდ ეპიზოდური გაბრწყინებებისთვის, სადამ აქცენტს არ გავაკეთებთ გუნდურობაზე, საზოგადოების ერთობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმზე, მეტ შრომაზე -გამარჯვებები არ იქნება.... უფრო ცუდი კი ის არის რომ კალათბურთს არც მომავალი ეზრდება , სრული ფიასკო 16,18 და 20 წლიანებშიც. უმწირესი რესურსის მიუხედავად კიდევ მერამდენედ გამოკვეთილად გამოჩნდა ზუროსის სისუსტე, ფაქტები სახეზეა, ...ახლა სწორება ფეხბურთზე, გაკვეთილები იქნებ კარგად შეისწავლონ, მაკედონია სასეირნოდ არ ჩამოვა...მარტო ხვიჩა რას გახდება? ,,ზედმეტი" ქებით თვალი არ ეცეს!, მაგალითები არ გვაქვს?! ქინქლაძეს მეტი ნიჭი ქონდა და არ გაანიავა?!
ბელგიამ ხვალ ბულგარეთთან უეჭველი უნდა მოიგოს ჩვენ რომ გასვლის შანსი დაგვრჩეს.წეხან ის გამომრჩა რომ ურთიერთეხვედრებში თანაბრად არ ვართ და ქულების სხვაობა ამიტომ ვთქვი.ანუ ჩვენ და ბელგიას ესპანეთ-თურქეთზე გვაქვს მოგებული და ეგ მონტენეგრო-ბულგარეთთან დათვლებში არ გამოგვადგება.ანუ ჯამურად ოთხივემ რომ 2-2 მოგება დავაგროვოთ ბულგარეთი-მონტენეგრო გავლენ რადგან ორივე თამაში საქათველო-ბელგიაზე ექნებათ მონაგები,საქართველო-ბელგიას კი 1-1 მოგება ექნება მონტენეგრო-ბულგარეთთან.ასე რომ ბელგიას მოგებას უნდა ვუქომაგოთ ხვალ და ჭირდებათ კიდეც ბელგიელებსაც მოგება,მაგენმა რომ წააგონ ნებისმიერ შემთხვევაში დარჩენილი არიან,ჩვენ მერე გინდ მოგვიგია მონტენეგროსთან და გინდ არა მაინც
უფრო სწორედ 4-ივემ(საქართველო,მონტენეგრო,ბელგია,ბულგარეთი) რომ 2-2 მოგება დავსვათ,ბულგარეთს ექნება მოგება ბელგია-საქართველოსთან,წაგება მონტენეგროსთან ანუ 2-1 ბალანსი.მონტენეგროს ექნება მოგება ბულგარეთ-ბელგიასთან და წაგება საქართველოსთან,ასევე 2-1 ბალანსი.საქართველოს ექნება მოგება მონტენეგროსთან,წაგება ბელგია-ბულგარეთთან ანუ 1-2 ბალანსი და ბელგიას ექნება მოგება საქართველოსთან,წაგება მონტენეგრო-ბულგარეთთან ანუ 1-2 ბალანსი.ამის გამო გავლენ ჯგუფიდან მონტენეგრო და ბულგარეთი.ამიტომ უნდა გავავსოთ ხვალ დარბაზი და ჯერ ბელგიას ვუქომაგოთ და მერე ჩვენებს.ბულგარეთმა თუ მოიგო ბელგიასთან ჩვენთვის აზრს კარგავს ყველაფერი
მაინტერესებს 1, რეალურად გგონია რომ მონტენეგროს მომგებები ვართ? სურვილები იცოცხლე არ გვაკლია. 2. რეალურად გგონია ვიმსახურებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას?
სიმართლე რომ გითხრა ამ სიტუციაში არ მგონია მონტენეგროს მოვუგოთ,თან სიტუაციას ბელგია-ბულგარეთის თამაშის შედეგზე დამოკიდებულებაც ართულებს,თუმცა იმედი მაინც ბოლოს კვვდება.ასევე სიმართლე რომ გითხრა არც მერვედფინალში გასვლას ვიმსახურებთ ასეთი თამაშით მაგრამ გავიდეთ და არ დავეძებ.თან შეიძლება სლოვენიას შევხვდეთ და ეგეც ძენს მუღამს,დონჩიჩს მოსინჯავენ ჩვენები და რაღაცას მაინც ისწავლიან
10 წლის წინ მართლა მეტი რესურსი გვქონდა.ცინცაძე მარკოიშვილი სანიკიძე ბოისა ზაზა,ეს ხუთეული დღევანდელს ჯობია.პლუს ცქიტიშვილი და ზანგი გვყავდა ვიღაც ყოველთვის,აღარ მახსოვს ყველა იმდენი იყვნენ ჩამოყვანილი ზანგები.
უფრო მარტივად რომ ვთქვა თორნიკეს გოგას და სანდროს დონის მოთამაშეეები,6-7 კაცი მაინც უნდა გვყავდეს სერიოზული ნაკრები რომ ვიყოთ.
უფრო ზუსტად რომ გითხრა, მაგ სამი კაცის გარდა ვინც არიან, მაგ დონის უნდა გვყავდეს სათადარიგო სკამი, და მინიმუმ იმ 3 კაცისნაირი დანარჩენი ძირითადები. ბოისა(დიდი)-ფაჩულია-სანიკიძე-მარკოიშვილის დროს ზუსტად მასე რომ იყო, იმიტომაც ვგავდით ბევრად წესიერ გუნდს. მაგათ მერე სანახევროდ შემცვლელებიც არ მოსულან, მითუმეტეს ზაზას და მანუჩარას პოზიციებზე.
+++
აგერ ლუკამ დაასამარა გერმანია.ეგაა დონე ძმაო და მასეთი დონე გაზარდო რთულია თუ თვითონ არ დაიბადა ტიპი მაგრამ თუ აქტიურად იმუშავებ,შეიძლება 7-8 მაღალი დონის მოთამაშის გაზრდა
თამაშის მსვლელობისას მწვრთნელმა ჩვენი აქტივები ვერ გამოიყენა და იმის მაგივრად, რომ აქცენტი ჩვენს მაღლებზე, სამწამიან ზონაზე და ფარქვეშ თამაშზე გაგვეკეთებინა, ბოლო მეოთხედში მეტოქის თამაშს ავყევით და სამქულიან სროლებში დავუწყეთ შეჯიბრი.
მინუსები უამრავი არის ჩვენს გუნდში, როგორიცაა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კალათბურთელების დაბალი ფიზიკური მომზადება, აქედან გამომდინარე დაბალია სისწრაფე და ბევრია მოუქნელი მოძრაობები, მაგრამ კარგმა მწვრთნელმა შენი გუნდის პლიუსებზე უნდა გააკეთო აქცენტი და ის მიზერული შანსი უნდა გამოიყენო, რაც გუნდს აქვს. სამწუხაროდ ზუროსმა ეს ვერ მოახერხა.
+
იანისი ვახსენე და ბრავო რა მაგ კაცს,სასწაული ევრო აქვს ჯერჯერობით.აქამდე მაგას ასეთი დონე არასდროს არ უთამაშია ნაკრებში
პირდაპირ კარი ჩამოიყვანონ ბარემ მომდევნო ლეგიონერად. სხვა არაფერი უშველის აბა ამათ. 3 კაცი თამაშობს წესიერ კალათბურთს გუნდში და აქედან 1 დამტვრეულია. დომინო ხომ არ არის, ორმა რომ მოუყომარონ მეტოქეებს.
ზუროსიც გასაშვება და ზოგადად დონეა მოსამატებელი.თუ ესპანეთის ან თურქეთის ჩემპიონატის მსგავსი არ გვექნება,ცოტა ნორმალური ჩემპიონატი მაინც უნდა გავაკეთოთ.ასევე უნდა მიეხედოს ბავშვთა კალათბურთსაც,ასე თუ გაგრძელდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაგვიჭირდება.შერმადინი უკვე ზარალია ვხედავთ ყველა და შემცველელი არის?არა.ანუ გოგას ზამენა ხო დაჭირდება და არავინაა ეგეთი.მოვა დრო როცა თორნიკეც დაბერდება და მაგას შევცვლით?ვერ შევცვლით რაც ჩანს კიდეც ამ ევროზე.ბებერი ცინცაძე ჯობია ყველა სხვა გამთამაშებელს და ეს არაა პრობლემა?რესურსი აღარ გვაქვს და აუცილებლად მეტი უნდა გაკეთდეს კალათბურთისთვის უკეთესი ახალი თაობა რომ წამოვიდეს.მარტო გოგას და სანდროს იმედზე ვერ ვიქნებით,სხვა სამომავლოდ არავინაა ისეთი ვისაც დაეყრდნობი.ორი კაცით კი ვერ მოიგებ მაღალი დონის თამაშებს
თუ ის ორი კაცი მართლა იანისი და დონჩიჩი არ არიან
ეგენი ვერ უშველიან. კაკ მინიმუმ შაკი-კობის დუეტი დაგვჭირდება.
რაღაცას იზამენ ეგენიც)))თუმცა შაკი-კობი ჯობია ბუნებრივია)))ნუ რადგან ევროპელები არიან მაგიტომ ვთქვი ეგ ორი
მოგებულზე მართლა კაი კომენტარებს ვწერთ. წაგებულზე რა მოგახსენოთ. მასე ხდება წაგება.
ის რომ მსროლელები არ გყავს ეს დიდი მინუსია და ევროპაზე არაფერი გესაქმება, მაგრამ უფრო დიდი მინუსია გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა. მოთამაშეებმა პარკეტზე გადაადგილება, ელემენტარული გუნდური მოძრაობა არ იციან. მონდომება არ აკლდათ, მაგრამ იბრძვიან გათითოკაცებული. კოლექტიური, კოორდინირებული შეტევა, ისეთი რომ მეტოქის დაცვას დაანგრევდა, არ ჩანს. დარბიან პერიმეტრს გარეთ ან დარბის ძირითადად ის, ვისაც ბურთი აქვს. ამ დროს მეტოქის საჯარიმოში არავითარი გახსნა, არავითარი გამჭოლი მოძრაობები, არავითარი ეფექტური მანევრი, ძიება ხელსაყრელი პოზიციის. როდის, სად გადაადგილდნენ არ იციან და შესაბამისად ბევრია კარგვა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება პრიმიტიულ, ეზოს კალათბურთს თამაშობენ. ზუროსმა თავისი თავი ამოწურა ჩვენს ნაკრებში.
მეორე გუნდით ვითამაშეთ
წაეთრიეთ თქვენს თქვენ გუნდებში. და ხარჯეთ მილიონები ამ საცოდავ ხალხს თავისი ცხოვრებაც ეყოფად სატანჯად კიდევ თქვენ რომ არ დაუმატოთ უსირცხვილოთა ბრბო.!
ᲨეტევაᲨი ჯარიმა კარგი, გარბენი კარგი, ცარიელ კალაᲗᲨი ვერ Ჩაგდებული ბურᲗი კარგი, სამქულიანის ვერᲩაგდება კარგი ... მაგრამმმ !!!!!! ხაზზე მაინც რატომ აბიჯებᲗ ფეხს ბიᲭოოოოო? ვინებიიი ხარᲗ ბიᲭო საერᲗოდ და რას გვიᲨლიᲗ ნერვებს?
რა უნდა ვთქვა, კარიერის თამაშებს ჩვენთან თამაშობენ, საქართველოს ნაკრებზე ვაჟკაცდებიან, დამაწყდა ნერვები ეს რა არი კლასი არ გაქვს არ გაქვს , შეწშვი ამ სამწულიანე ის სროლას, პერიმეტრი მაინც დაიცავი რა უბედურებაა!!!!