კალათბურთი

20:12 | 6.09.2022 | ნანახია 451 - ჯერ

ესპანეთის ნაკრების იოლი გამარჯვება მონტენეგროსთან

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე A ჯგუფში მეოთხე ტურის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა მონტენეგრო ადვილად დაამარცხა.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა წინა ტურში მოულოდნელად ბელგიასთან განიცადა მარცხი და ამიტომაც, მონტენეგროს წინააღმდეგ სრული მობილიზებით ითამაშეს, რამაც შედეგი გამოიღო.

ესპანეთმა პირველივე მეოთხედში მოიპოვა დიდი უპირატესობა (27:17), რომელიც დიდ შესვენებამდე კიდევ უფრო გაზარდა და მეორე ტაიმის წინ 22-ქულიან უპირატესობას ფლობდა. მესამე და მეოთხე პერიოდში მონტენეგროელებმა მოახერხეს სხვაობის შემცირება და საბოლოოდ, 65:82 წააგეს.

მონტენეგროს რიგებში საუკეთესო 19 ქულით ვლადიმირ მიხაილოვიჩი იყო, ხოლო ესპანეთს ასევე 18 ქულით დარიო ბრიზუელამ ულიდერა.

ესპანეთს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხოლო მონტენეგროს 2-2 მოგება/წაგება გააჩნია. ბოლო ტურში 7 სექტემბერს, ესპანეთი თურქეთს ეთამაშება, ხოლო მონტენეგროს მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.

მონტენეგრო - საქართველო 65:82 (17:27, 14:26, 17:14, 17:15)


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:23 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

მე თურქეთთან მოგება გამიკვირდათქო ამას კი არ ვიძახი,ერთი თამაში მოგებით ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება მოუგოს ნებისმიერს,მაგრამ თვითონ თამაშის მიმდინარეობისას რა ხდება მაგას გააჩნია.როცა ხედავ რომ ტიპები არაფერს აკეთებენ მოსაგებად(პირიქით წასაგებად აკეთებენ ყველაფერს) ბუნებრივია იტყვი რომ მოგცენ თამაში.თორემ ბრძოლა რომ დამენახა თურქებისგან და მაშინ მოგვეგო,არ ვიტყოდი მოგვცენთქო.გეუბნებით ძმაო,ტიპები ჩვენებს არ კეტავდნენ არც თავის სამწამიანში და არც ჩვენსაში,ანუ ფარს გვითმობდნენ.სამიანებს ისე ისროდნენ წინასწარ იცოდი უკვე რომ აცდებოდა(ჩაგდება ჭირს სამიანის თორემ აცილება არაა პრობლემა),შესვლებზე პასიურობდნენ,წინ გავიდოდნენ 5-6 ქულით და აცილებდნენ ჯარიმებს,უაზროდ კარგავდნენ ბურთებს და ასე შემდეგ,ახლა ყველაფერი ნიუანსი მეც არ ვიცი,ფილ ჯექსონი არ ვარ

23:08 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

ამდენი თამაშიდან ერთი თამაში მართლა ხო უნდა ითამაშონ,ამიტომ ბოლომდე არ მაქვს იმედი დაკარგული.ბელგიას თვითონ ჭირდება ბულგარეთთან მოგება და ალბათ მოუგებს,ჩვენ კი თავი უნდა შევაკლათ მონტენეგროს.ბოლოს ვთამაშობთ და გვეცოდინება უკვე გვშველის თუ არა მონტენეგროსთან მოგება.ანუ ბელგია-ბულგარეთი ჩვენზე ადრეა და გვეცოდინება მაგათი შედეგი.ბულგარეთმაც რომ მოიგოს მაშინაც გვექნება შანსი მაგრამ მერე ქულები იქნება დასათვლელი,ანუ კონკრეტული ქულით გვექნება მოსაგები და გაცილებით რთულად იქნება საქმე,ამიტომ ჯობია ბელგიას მოგება

22:58 | 06.09.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

Kobe Bean - Თუ ესენი გავიდნენ, მაᲨინ მგონი გერმანიას ხვდებიან Თან გერმანიაᲨი და რა აზრი აქვს მანდ გასვლას?
ხომ ცხადია, რომ გერმანია ამაᲗ წაკუზავს და უმოწყალოდ იხმარს? პერიმეტეიდან რას გვიზამენ, საერᲗოდ არც კი მინდა წარმოვიდგინო

23:04 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

ნეტავ გავიდნენ და იქ წაგებას აღარ ვჩივი.იმ ჯგუფიდან ვინც არ უნდა გამოვიდეს ყველა მოგვიგებს გინდ გერმანია იყოს და გინდ სლოვენია საფრანგეთი.ნუ ლიტვას ვერცერთ ვარიანტში ვეღარ შევხვდებით

22:57 | 06.09.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

Kobe Bean - დᲦეს უკვე მეც გეᲗანხმები იმაᲨი, რომ ᲗურქეᲗმა გვაᲩუქა ᲗამაᲨი!

სულ ორი კაცი როცა გეᲗამაᲨება და ასე აგებ, მაგის მერე რა უნდა ილაპარაკო?

ან სანაᲫე საერᲗოდ რა დონის კალაᲗბურᲗელია? იმედი მქონდა რომ დისკვალიფიკაცია ექნებოდა და დᲦეს არ იᲗამაᲨებდა ... რაᲦაცა პატარა Შანსი გაᲩნდა და ეგრევე Ჩაკლა Შანსი Თავისი უაზრობიᲗ და ხაზზე დაბიჯებიᲗ

22:49 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

ხვალ ბელგიამ უნდა მოუგოს ამ ბულგარეთს და ჩვენ მონტენეგროს,ამ შემთხვევაში გავალთ და მადლობა უნდა უთხრათ თათრებს თუ ეს ასე მოხდა

22:43 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

ტრ..ში გაგვიკეთა ბულგარეთმა ფარი,სამიანებიდან დაგვცხრილეს და ამგენმა მოუგეს ჩესნად თურქეთს.რომ გეუბნებით ეს დედამოხნული მე მთვარიდან ჩამოსული კი არ ვარ,ყველაფერს აკეთებდა თურქეთი მაგ თამაშის წასაგებად.დაგითმეს ფარი(თან გოგა-თორნიკე არ იყო,გარდა იმისა რომ ჩვენი ორი საუკეთესო მოთამაშეა,ფარიც მაგათია),ზაკაზად აცილეს სამიანები,საჯარიმოები და მეტი ეხლა თვითონ ვერ ჩააგდებდნენ.ტიპები არ კეტავდნენ ხალხს თავის სამწამიანშიც კი და შენ სამწამიანში საერთოდ არც შემოდიოდნენ როცა სამიანებს აცილებდნენ.ამის შემდეგ ისეთი ვიღაცეები მასწავლიან რეალურ კალათბურთს როგორ თამაშობენ,ორი თამაშიც რომ არ აქვთ ნანახი

22:44 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

გადამწყვეტ მომენტებში წაიღეს ფარი ბულგარელებმა,ეს უფრო სწორი ნათქვამია.თუმცა ეგეცაა ტ..ში გაკეთება

21:00 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

სულ არ მიუციათ ამათ ბელგიასთვის)))ნუ გეშინიათ დღეს მოვუგებთ ბულგარეთს და ხვალ საქართველო-მონტენეგრო იქნება გადამწყვეტი ბოი

22:36 | 06.09.2022
Kobe Bean (21687)

)))))))))))ამათი მოგება რამ მათქმევინა)))თურქებს მოვუგეთ ჩვენ ხო აბა რა ვქენით))))თან გოგაც არ იყო თორნიკესთან ერთად მაგ თამაშში.ისე თუ მონტენეგროს მოვუგეთ კიდევ გვექნება გასვლის შანსი და ეს წაგება ჯობია მონტენეგროსთან წაგებას.მონტენეგროსთან რომ წაგვევო ამ მოგებას აზრი არ ქონდა,მაინც დავრჩებოდით ჯგუფში

0.068098