საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გუნდმა ჯგუფის ფავორიტ ესპანეთს უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 64:90.
თავიდანვე ვთქვათ, რომ გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ საწყისი წუთები გაატარა, შემდეგ თამაშიდან გავიდა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ბითაძისა და თორნიკე შენგელიას გარეშე კი საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ცხადია, რომ ძალიან გაუჭირდა.
პირდაპირ ვთქვათ, რომ ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, რომელიც საქართველომ 16:18 დათმო და რომ არა ბოლო წამზე მიღებული სამქულიანი, პერიოდს მოიგებდა კიდეც. აი, მეორე პერიოდიდან ესპანეთის უპირატესობა აშკარა გახდა, ხოლო მესამე პერიოდის შუაში თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ამიტომაც, ზუროსმა შემადგენლობაში როტაციას მიმართა და გუნდის ყველა წამყვანი მოთამაშე სათადარიგო სკამზე დასვა, რომ მომდევნო მატჩებისთვის დაესვენებინა. შედეგად, ესპანეთმა 26-ქულიანი უპირატესობით, 90:64 მოიგო
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, 10 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გიორგი შერმადინს, სანდრო მამუკელაშვილი ახლოს იყო ორმაგ დუბლთან 10 ქულითა და 9 მოხსნით, ხოლო თად მაკფადენმა თამაში მხოლოდ 6 ქულით დაასრულა.
ესპანელთაგან ვილი ერნანგომესი 14 ქულით და ხაიმე პრადილა 12 ქულით გამოირჩა. 9-9 ქულა ჰქონდათ ხუანჩო ერნანგომესსა და ჩაბი ლოპეს-აროსტეგის.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ორი მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო 3 სექტემბერს, 21:00 საათზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო - ესპანეთი 64:90 (16:18, 15:22, 16:31, 17:19)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ნაკრებია მეტიც ბიჭებმა უბრალოდ სროლა არ იციან და თამაშს როგორ მოიგებენ, მე მგონი ყველა თამაშს წააგებენ
ისე მონტენეგროს მიერ ბელგიის 6 ქულით დამარცხება კარგად მენიშნა და იმედია ჩემი იმედი გამართლდება. ჩვენ რომ მონტენეგროს 1 ქულითაც რომ მოვუგოთ ჯგუფიდან გავალთ (რათქმაუნდა ბულგარეთტან ვერ მოგება არც განიხილება)
ახლი ლეგიონერი გვჭირდება მაგრამ ამ ფედერაციის ხელში უარესს თუ მოიყვანენ
აი ჩვენი ვაიკომენტატორების სამსახურში მიმღებს ნამდვილად არ აკლია ჩემგან მოკითხვა
ეჰ ვიქტორ, ვიქტორ. თითქმის მთელ ქვეყანას უყვარდი და რად გადაიქციე თავი ქვეყნის საგინებლად
რატიმ ძალიან მაგრად ითამაშა პირველი ტაიმი და რატი ამერიკაში მოთამაშე (სანდრო, გოგას არ ვგულისხმობ) საუკეთესო ქართველი ნამდვილად არ ყოფილა!
გეყოთ ყველას მართლა ვიღაცეების ტრ..ში ენის სმა,სიმართლე უნდა ითქვას რომ კალათბურთის დონე გვაქვს კატასტროფული.ვართ თორნიკეს გოგას და სანდროს იმედზე რომ გადავფაროთ ზოგადი სისუსტე
შენ ჩემპიონატი არ გქონდეს,უბანში უკეთესად თამაშობს ხალხი კალათბურთს ვიდრე შენი ჩემპიონატის გუნდები და მასეთი რესურსით ესპანეთთან და იტალიასთან მოგება გინდოდეს უსირცხვილოც ხარ სხვა ყველაფერთან ერთად.ვაბშე რომ არ ვიცით ესპანელი კალათბურთელები,სადღაც ტენერიფეში და მალაგაში მოთამაშეები,ისინი ჩამოვლენ და გაგხევენ შუაზე.ძაან დაბლაა კალათბურთი ჩვენთან და მართლა 4-5 კაცის იმედზე ვართ რომ ზოგადი სისუსტე არ გამოვაჩინოთ.ზუროსის დშვც,არც ეგაა ფილ ჯექსონი მაგრამ რა უნდა მოთხოვო კაცს როცა რესურსი არაა.არადა ისე აკრიტიკებენ გეგონება ზუროსის ბრალია ეს შედეგები
თორნიკეს და გოგას გარეშე ძაან სუსტი გუნდი გვყავს და აღარაა ეგ თემა მაგდენი სალაპარაკო.არადა კორბენას თქმის არ იყოს მართლა ძაან სუსტია ზოგადად ჩვენი ჯგუფი რაც ერთიმხრივ კარგია და მეორემხრივ ცუდი,რადგან ჩვენ რომელ ჯგუფსაც ვეტაკებით(თუმცა დიდი ალბათობით ჩვენ არავის აღარ დავეტაკებით და სხვებმა იდარდონ) იქ არიან სლოვენია საფრანგეთი ლიტვა და გერმანია(რომელიც არავის ტოლს არ უდებს არაფერში),თან გადამწყვეტ მატჩებსაც გერმანია მასპინძლობს.ზოგი ისე იძახიან მსოფლიოს ჩემპიონს ვმასპინძლობთო ვითომ ის ნაკრები იყოს ჩამოსული რითაც მსოფლიო მოიგეს,ძაან დასუსტებულია ესპანეთიც,თუმცა ჩვენ იმდენად სუსტი გუნდი გვყავს 2017 წლის გოლდენი ჩანან ჩვენთან ეგენიც კი.იდეაში არც უნდა გვიკვირდეს ჩვენი ასეთი დაბალი დონე(მითუმეტეს თორნიკე-გოგას გარეშე) რადგან ჩემპიონატი პრაქტიკულად არ გვაქვს.ის უფრო უნდა გვიკვირდეს ასეთი ნაკრებიც რომ გვყავს.არაფერი არ კეთდება კალათბურთის გასავითარებლად ქვეყანაში.სასაცილო ჩემპიონატი გვაქს,ფეხბურთის ჩემპიონატი რომელიც ასევე სამოყვარულო გვაქვს ათჯერ ჯობია კალათბურთის ჩემპიონატს და რა დონეზე უნდა ვისაუბროთ
ესპანეთმა საქართველოსთან შესარჩევში წაგებისათვის შური იძია. სანაძე რაებს აკეთებს, როგორც ფეხბურთში დვალიშვილი იყო ხოლმე, იგივეა კალაღთბურთში სანაძე; ივარჯიშეთ სამიანები და საჯარიმოები.
ყველა ცალ ცალკე უბერავდა... რატიმ მიუხედავად შედეგიანი თამაშისა ბოოლოს ძალიან აურია...
თავის თავზე აიღო თამაში და ბევრჯერ ხელებაწეული დატოვა სხვები, პასები არ გააკეთა. რაც ყველაზე უფრო შესამნევი იყო, ჯერ სანაძესთან,ბოლოს ბოქოლიშვითან თუ ბერიშვილთან
ნათელი იყო რომ წავაგებდით, მაგრამ არა ასე...
ესპანეთი არ ვარგა. და საერთოდ, უფარჩაკესი ჯგუფია თბილისში.
იბრძოლეს, რაც შეეძლოთ გააკეთეს, თუმცა ამ შემთხვევაში ძალა აღმართს ხნავსო როგორც იტყვიან და სასაყვედუროს ვერაფერს ვიტყვი ჩვენს ნაკრებზე, სამწუხაროდ ესპანეთი ამ შემადგენლობით ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია. ცინცაძეს რაც შეეხება, ასე მგონია, მისივე ასაკის ფედერაციის პრეზიდენტი სანიკიძე რომ შეუშვა სათამაშოდ, ან ასევე იმავე ასაკის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი მარკოიშვილი რომ შემოიყვანო, გაცილებით უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ცინცაძე.
ბულგარეთს და მონტენეგროს უნდა მოვუგოთ. სხვანაირად ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს.
თავს ზემოთ ძალა არ არის. კლასი დავარდნილი გვაქვს აშკარად, წინა ევროპის ჩემპიონატებისგან განსხვავებით.
ნუ შენგელიას არ ვგულისხმობ, არ თამაშობს და იმიტომ. ბითაძეც გამოგვაკლდა. ერთი მამუკელაშვილია გამორჩეული, თუმცა კობი ხომ არ არის, მარტომ მოიგოს ასეთი თამაშები.
დანარჩენები ძალიან არასტაბილურები არიან ყველანი, კლასზე რომ არ ვიკამათოთ.
რეალურად ფაჩულია-მარკოიშვილის წასვლის შემდეგ, მაგათ პოზიციაზე იგივე დონის ნახევარიც არავინ გვყოლია.