„ბარსელონას“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაახლოებით ერთი ვერ ითამაშებს, რისი მიზეზიც მძარცველები არიან.
როგორც ცნობილი გახდა, გაბონელმა ფეხბურთელმა ყბის მოტეხილობა მაშინ მიიღო, როცა მძარცველები მის ვილაში შეიჭრნენ და აფრიკელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ეს პრობლემაა „ბარსელონასთვის“, რადგან გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი გარკვეული პერიოდით მოისაკლისა, ალბათ მის გაყიდვასაც ვეღარ მოახერხებს. ობამეიანგის შეძენა ლონდონის „ჩელსის“ სურს, მაგრამ მას შემდეგ გაირკვა, რომ მოედანზე ერთი თვე ვერ გავა, ინგლისურმა კლუბმა შესაძლოა ტრანსფერზე უარი თქვას და აქცენტი სხვა ფეხბურთელზე გააკეთოს.
შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონას“ იანვარში შეუერთდა და გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი თავი არ გამოუჩენია.